საინვესტიციო წინადადება აკადემიურად მიიტანეთ პოტენციურ ინვესტორამდე

ვასილ შენგელია. როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი. თბილისი 2012.
წიგნის სრული ვერსიის გასაცნობად დააკლიკეთ აქ >>>

მოქმედება მეორე: საინვესტიციო წინადადება აკადემიურად მიიტანეთ სამიზნე ჯგუფამდე

რა თქმა უნდა, უმჯობესია, ისეთი ინვესტორების მოზიდვა სცადოთ, რომელთაც შეხება ექნებათ იმ სფეროსთან, სადაც ბიზნეს-საქმიანობას ეწევით —რადგან ეს მათ საშუალებას მისცემთ, საკუთარი ბიზნესი კიდევ უფრო გააფართოონ. თუმცა, არსებობს წარმატებული კორპორაციების მოზიდვის მაგალითებიც, რომლებიც სრულებით განსხვავებულ ბაზრებზე მუშაობენ.

საინვესტიციო პროექტს სჭირდება მომხიბვლელადშეფუთვა“.
შეგიძლიათ, საინვესტიციო წინადადება ან ბიზნეს-გეგმა თვითონაც შეადგინოთ და ამავე მიზნით კონსალტინგურ ფირმასაც მიმართოთ. სხვადასხვა საკითხთან ერთად, ბიზნეს-გეგმა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აუცილებელი ინვესტიციების შესახებ. ამავე დროს, იგი უნდა პასუხობდეს კითხვაზე: რა არის ახალი თქვენს წინადადებაში, რაში მდგომარეობს მისი უპირატესობა? ამ დოკუმენტებიდან ინვესტორმა უნდა დაინახოს, რომ პროექტი არა მარტო ამბიციური, არამედ რეალისტური და რენტაბელურიცაა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა ჩატარდეს მარკეტინგული კვლევა, რაც ბაზრის შესწავლაში დაგეხმარებათ. საამისოდ კი, შეიძლება სხვადასხვა სახის საშუალებები გამოიყენოთ: ემპირიული ცოდნით დაწყებული და ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით დამთავრებული.

ასევე, საინვესტიციო წინადადებაში აუცილებლად უნდა განისაზღვროსპროდუქტის აუდიტორია,
ანუ ისინი, ვინც მყიდველები იქნებიან. რამდენად ფართოა ბაზარი იმ პროდუქტისთვის, რომლის წარმოებასაც თქვენ აპირებთ? არა მარტო ახლად შექმნილი პროდუქტი, არამედ ახალი მიდგომა უკვე არსებული პროდუქტისადმი ანდა მომსახურებისადმი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა აუდიტორიისთვის. ბუნებრივია, ინვესტორები ინტერესდებიან პოტენციურად მაღალშემოსავლიანი პროექტებით. როგორც წესი, ისინი შემოსავლებიდან ითხოვენ წლიურ 20 პროცენტზე მეტს. სხვა შემთხვევაში, ისინი რისკზე არ წავლენ.

აუცილებელია შევადგინოთ საინვესტიციო წინადადების მოკლე  რეზიუმე
თუმცაღა, სანამ ინვესტორს მივმართავთ, აუცილებელია შევადგინოთ საინვესტიციო წინადადების მოკლე რეზიუმე. დამწყებ ბიზნესმენთა მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება იყოს მზად ინვესტორებთან კონტაქტისთვის და მხოლოდ ერთეულები თუ ამზადებენ აკადემიურად საინვესტიციო წინადადებას. ეცადეთ, გამოიყენოთ ეს ფაქტორი, როგორც საკუთარი კონკურენტული უპირატესობა.

რეზიუმე უნდა აიგოს, როგორც სარეკლამო მასალა: გულდასმით შემოწმებულ, არცთუ დიდი მოცულობის ტექსტში ზუსტად უნდა იყოს ფორმულირებული თქვენი ბიზნეს-იდეა და ინფორმაციული გზავნილი (message).

..

..

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..