რჩევები საინვესტიციო წინადადების უკეთ გასაფორმებლად

ლევან შენგელია. როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი. თბილისი 2012.
წიგნის სრული ვერსიის გასაცნობად დააკლიკეთ აქ >>>

საკმარისი საინვესტიციო წინადადების დაწერა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორად გაფორმება, რათა ინვესტორისთვის საინტერესო იყოს თქვენი დოკუმენტის შესწავლა.

1. თავი აარიდეთ უცნაური ფორმის შრიფტების, ან მცირე ზომის შრიფტების გამოყენებას;
2. დამახსოვრეთ: ილუსტრაციების გამოყენება ძალიან კარგია, ოღონდ ისინი მაღალი ხარისხის უნდა იყოს;
3. თქვენი პროდუქციის ან გაწეული მომსახურების ამსახველი ფოტოები სჯობს, დანართებში  გამოიყენოთ;
4. გამოიყენეთ კომპანიის შესახებ მომზადებული პუბლიკაციების (თუ ასეთი არსებობს) ასლები. სჯობს, ისინი მაღალი ხარისხით გამოირჩეოდნენ.
5. ყდად უნდა იყოს მაგარი, ფერადი და მასზე გამოსახული უნდა იყოს პროდუქტი ან მომსახურების გაწევის პროცესი.
6. თავი აარიდეთ რკინის სამაგრების გამოყენებას: სერიოზული ინვესტორები ამჯობინებენ ისეთ საქმიან წინადადებას, რომლის ფურცლებიც ზამბარით ან წებოთია შეკრული.
7. გახსოვდეს, რომ თქვენ გამყიდველი ხართ, ინვესტორების  წარმომადგენლები კი — საკმაოდ გათვითცნობიერებული და ჭირვეული მყიდველი.
8. არასდროს, არასდროს არ უნდა მისცეთ ინვესტორს დოკუმენტის ორიგინალი! ეს თქვენი ბიზნეს-წინადადებაა. თქვენ კი უფასო იდეების მოსიარულე ჩამომრიგებელი როდი ხართ. ამავე დროს, დოკუმენტის ასლი უნდა იყოს გაკეთებული კარგი ხარისხის, თეთრ ქაღალდზე. ტექსტს უნდა გააჩნდეს 2-3 სანტიმეტრის სიგანის მინდორი, რათა ინვესტორმა შეძლოს აუცილებელი შენიშვნების მინდორზე დაწერა.

დამწყები ბისნემენები, როგორც წესი, ორ შეცდომას უშვებენ ხოლმე: რეზიუმეს უგზავნიან ან ძალიან ცოტა, ან ძალიან ბევრ პოტენციურ ინვესტორს. პირველად, მეწარმე ბიზნეს-წინადადებას უგზავნის ერთ კაპიტალისტს და მოთმინებით ელოდება პასუხს. შესაძლოა, პასუხი არც მოვიდეს, ან მოვიდეს, მაგრამ თანამშრომლობა ვერ შედგეს. ცნობილი გამოთქმის თანახმად, მიწაზე დადებული ქვის ქვეშ წყალი არ მიედინება. ამავდროულად, რეზიუმეს გაგზავნა ასობით ადრესატისთვის ნაკლებად ეფექტური გადაწყვეტილებაა. საქმე ისაა, რომ ასობით მისამართზე გაგზავნილ რეზიუმეს ინვესტორები ეჭვით უცქერენ.

ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, მაქსიმუმ 10 ისეთი ინვესტორი ავირჩიოთ, რომლებიც თანხას იმ დარგში ჩადებენ, სადაც მუშაობას ან მოღვაწეობას აპირებს თქვენი კომპანია. შეიძლება ეს იყოს მომიჯნავე დარგიც. მაქსიმუმ ერთი კვირის შემდეგ, კარგი იქნება, თუ თითოეულ მათგანს დაურეკავთ და გაარკვევთ, დაინტერესდნენ თუ არა თქვენი ბიზნეს-გეგმით.