უჯრედების ჰიბრიდიზაცია

უჯრედების ჰიბრიდიზაცია (cell hybridization) – სომატური უჯრედების ხელოვნური შერწყმა, სიცოცხლისუნარიანი ჰიბრიდული უჯრედის წარმოქმნით, საიდანაც მომავალში მიიღება უჯრედული ხაზი. უჯრედების ჰიბრიდიზაცია, უჯრედული ინჟინერიის საფუძველია. უჯრედების ჰიბრიდიზაცია,   ასევე გამოიყენება გენების კარტირებისას – სახეობათშორის უჯრედების ჰიბრიდიზაციისას, რომლის დროს მიმდინარეობს ქრომოსომების ელიმინაცია. თანმიმდევრული მიტოზების დროს შეიძლება,  ერთი ქრომოსომიდან სრული ქრომოსომული ნაკრების ან ერთი ქრომოსომის (ან მისი ფრაგმენტების) მქონე უჯრედის მიღება.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.