nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


..

მიმდინარეობს ამ გვერდზე ინფორმაციის განახლება

ფირმებსა და ცალკეულ კონსულტანტებს, რომლებიც სამკურნალოდ აგზავნიან გერმანიაში  ამ გვერდზე  ინფორმაციის განსათავსებლად, შეუძლიათ შეგვეხმიანონ  ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

გერმანია - ერთ-ერთი ქვეყანაა მათ შორის , რომელებიც  გამოირჩევიან  მაღალი სამედიცინო მომსახურეობის დონით.  გერმანიაში მდებარეობენ როგორც საუნივერსიტეტო ისე კერძო კლინიკები(განსაკუთრებით მიუნხენსა და ბერლინში), სადაც   მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობა  და კიდევ უფრო მაღალეფქტური მკურნალობაა. მკურნალობა გერმანიაში – გულისხმობს ყველაზე მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარების მიღებას მსოფლიო მასშტაბით, რადგანაც ამ ქვეყანაში თავმოყრილია საუკეთესო კლინიკები მომუშავე მედიცინის ყველა მიმართულებით.

გერმანიაში მედიცინის ყველაზე პოპულარულ მიმართულებად მიიჩნევა დიაგნოსტიკა და რეაბილიტაცია, კარდიოლოგია და კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია და გინეკოლოგია, ონკოლოგია და ორთოპედია.თვითვეულ ზემოთჩამოთვლილი სფეროსთვის არის განკუთვნილი სპეციალიზირებული კლინიკები სადაც მკურნალობენ მხოლოდ ამ სისტემისთვის დამახასიათებელ პათოლოგიებს. ისინი გამოირჩევიან კვალიფიცირებული სპეციალისტების არა მხოლოდ მაღალი ცოდნის დონით, არამედ მათთვის დამახასიათებელი გერმანული სიზუსტით, უახლესი მაღალტექნოლოგიური  სამედიცინო აღჭურვილობითა და ფარმაკოლოგიის მიღწევებით.

გერმანიაში უკვე დიდი ხანია წარმატებით მიმდინარეობს   ურთულესი ოპერაციები- შინაგანი ორგანოების ტრანსპლანტაცია, რადიოქირურგია, ძვლის ტვინის გადანერგვა და ა.შ. გერმანია ითვლება  წამყვან ქვეყანად სტომატოლოგასა და პლასტიკურ ქირურგიაში,   რაც იზიდავს პაციენტებს ქვეყნის ტერტორიაზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან. გერმანიაში მომსახურეობის ღირებულება საკმაოდ მაღალია, მაგრამ მთლიანად შესაბამისობაშია მაღალ ხარისხთან.

კვალიფიცირებული სამედიცინო პერსონალი, უახლესი სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები, ნებისმიერი სამედიცინო მომსახურეობის განსაკუთრებული ხარისხი, უნიკალური მეთოდები და ტექნოლოგიები-  აი ის ყველაფერი  რაც შესაძლებელია მიიღო გერმანიაში მკურნლობის დროს, რასაც ადასტურებს პაციენტთა შთაბეჭდილებები. ასევე უნდა აღინიშნოს რომ გერმანიის ტერიტორიაზე არსებობს მაღალი ხარისხის სხვადასხვა კურორტები სადაც შესაძლებელია  ჯანმრთელობის  ეფექტურად აღდგენა.

________________________________________________________

3 Responses to “მკურნალობა გერმანიაში”

  • tevdoradze says:

    ცხვირის ოპერაციის გაკეთება რა დამოჯდება გერმანიაში მთლიანად ყველაფერი? (საკონტაქტო პუნქტში შემოსული შეკითხვა )

  • tevdoradze says:

    იქნებ გამოაქვეყნოთ ვრცელი სტატია ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობის შესახებ გერმანიაში? არა სარეკლამო არამედ ობიქტურად–რატომ ღირს გერმანიაში წასვლა? (საკონტაქტო პუნქტში შემოსული შეკითხვა )

  • tevdoradze says:

    14 მაისი Viewed 40472 times by 7867 viewers

დარგობრივი საიტები

vaka