დიფუზური მასტოპათია


დიფუზური მასტოპათიასარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადება, რომელიც ვლინდება სარძევე ჯირკვლის ქსოვილების სტრუქტურული ცვლილებებით.  დიფუზური მასტოპათია ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში მყოფ ქალთა 80%-შია გამოვლენილი. ადრეულ სტადიებზე  დიფუზური მასტოპათია ახლავს პრედმენსტრუალურ სინდრომს, გვიან  სტადიებზე კი ცვლილებები მთელი მენსტრუალური ციკლის მანძილზე ნარჩუნდება. 

დიფუზური მასტოპათია შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფორმის, რაც დამოკიდებულია ამა თუ იმ კომპონენტების სიჭარბეზე (ჯირკვლოვანი, კისტოზური, ფიბროზული). ამავდროულად, ზემოთ აღნიშნული ფორმები სუფთა სახით  იშვიათად გვხვდება და ექიმები ახდენენ სამივე პათოლოგიური კომპონეტის დიაგნოსტირებას.

ჯირკვლოვანი კომპონენტების სიჭარბისას (ადენომა) მატულობს  სარძევე ჯირკვლის წილებისა და წილაკების რაოდენობა. მკერდი შუპდება, მენსტრუაციის წინ ხდება მტკივნეული, აღინიშნება გამკვრივებული უბნები, რომლებიც მკვეთრი საზღვრების გარეშე გადადიან  მეზობელ ქსოვილებში.  პათოლოგიის ეს სახე ხშირია სქესობრივი მომწიფების პერიოდის ბოლოს  და ახალგაზრდა ქალებში.

დიფუზური მასტოპათიის დროს კისტოზური ელემენტის სიჭარბე ყველაზე ხშირად გვხვდება 50 წელს გადაცილებულ ქალებში.  კისტების ზომები სხვდასხვაა – რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე.  კისტა შესაძლოა იყოს ერთეული და შესაძლოა წარმოიქმას მრავლობითი კისტები ერთ ან ორივე სარძევე ჯირკვალში.  ამ ფორმისთვის  დამახასიათებელი ნიშანია – სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა, რომელიც ძლიერდება მენსტრუაციის წინ. კისტები შესაძლოა გაქრეს თავისით, მაგრამ არის იმის რისკიც, რომ მოხდეს დიდი კისტების კალციფიკაცია, ეს კი ავთვიასებიანი სიმსივნის განვითარების საკმაოდ ხელსაყრელი ფონია.

დიფუზური მასტოპათია ფიბროზული კომპონენტის სიჭარბით ყველაზე ხშირად გვხვდება პრემენოპაუზაში მყოფ ქალებში.  ფიბროზულ გადაგვარებას განიცდის წილაკთაშორისი შემაერთებელი ქსოვილი. ამ შემთხვევაში გასინჯვისას გარდა მტკივნეულობისა,  აშკარაა მკვრივი უბნების არსებობა.

_____________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

გაფრთხილება

    • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
    • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
    • Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გინეკოლოგიური დაავადებები

..