მენოპაუზა

მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებების გამოწერა შეგიძლიათ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. ქვემოთ განთავსებული ლინკიდან გადახვალთ ,,ამაზონის” განყოფილებაში, სადაც მენოპაუზის დროს საჭირო საშუალებები განთავსებულია ფასდაკლებებით

მენოპაუზა (ბერძ. men—თვე+pausis — შეწყვეტა, შესვენება) – კლიმაქტერული პერიოდის ფაზაა, რომელიც იწყება  ბოლო მენსტრუაციის შემდეგ და განპირობებულია სასქესო ორაგანოების პროგრესირებადი ინვოლუციითა და სასქესო ჰორმონების სეკრეციის შემცირებით; ეს არის  გადასვლა აქტიური სქესობრივი ფუნქციიდან სიბერეში.


♦ მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ,,ამაზონზე” >>
♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”

♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები


სიმპტომები, მიმდინარეობა

ქალების მესამედში მენსტრუაცია წყდება უეცრად, უფრო იშვიათად ადგილი აქვს არარეგულარულ, უხვ და ხანგრძლივ მენსტრუაციის მსგავს სისხლდენებს. ამის გამო, მენოპაუზის დადგომის დრო შესაძლებელია დადგინდეს მენსტრუაციის შეწყვეტიდან მინიმუმ ერთი წლის შემდეგ.
მენოპაუზა საშუალოდ 50 წლის ასაკში დგება.
მენოპაუზის ნაადრევი დადგომა (40 – 45 წლის ასაკში) აღინიშნება ისეთ ქალებში, რომლებსაც მოუწიათ მუშაობა და ცხოვრება არახელსაყრელ პირობეში, რომლებმაც გადაიტანეს ხშირი მშობიარობები და აბორტები, მასიური სისხლდენები მშობიარობის დროს და ქრონიკული ინფექციური დაავადებები.

გვიანი მენოპაუზა

გვიანი  მენოპაუზა (55 წლის შემდეგ) აღინიშნება საშვილოსნოს ფიბრომიომისა და ჰიპერტონული დაავადებების  დროს. გარდამავალი ასაკის ქალებში მენსტრუაციის უეცარ შეწყვეტას შესაძლოა ხელი შეუწყოს მძიმე ფსიქიკურმა ტრავმებმა და ხანგრძლივმა ემოციურმა დაძაბულობამ.
მენოპაუზის დროს  ორაგანიზმი ეგუება ასაკობრივ ცვლილებებს, შესაძლოა შეიცვალოს ნივთიერებათა ცვლა.
ამ პერიოდში რეკომენდებულია პირადი და სასქესო ორგანოების ჰიგიენის განსაკუთრებული დაცვა, შრომისა და დასვენების სწორი რეჟიმი, ვარჯიში,  რაციონალური კვება.
მენსტრუაციის შეწყვეტისას ლიბიდო არ ქრება და შესაძლოა გაძლიერდეს კიდეც, რაც არ უნდა იყოს აღქმული პათოლოგიურ მდგომარეობად.
თუკი მენოპაუზის ხანაში, სქესობრივი კონტაქტისას, გამოვლინდა ტკივილი ან სისხლიანი გამონადენი,  აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს კონსულტაციისათვის.

მენოპაუზა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

♀️ მენოპაუზა – კლიმაქტერული პერიოდის ფაზა, რომელიც იწყება ბოლო მენსტრუაციის შემდეგ და განპირობებულია სასქესო ორაგანოების პროგრესირებადი ინვოლუციითა და სასქესო ჰორმონების სეკრეციის შემცირებით
🩸 ქალების მესამედში მენსტრუაცია წყდება უეცრად, უფრო იშვიათად ადგილი აქვს არარეგულარულ, უხვ და ხანგრძლივ მენსტრუაციის მსგავს სისხლდენებს
👆 ამის გამო, მენოპაუზის დადგომის დრო შესაძლებელია დადგინდეს მენსტრუაციის შეწყვეტიდან მინიმუმ ერთი წლის შემდეგ
📅 მენოპაუზა საშუალოდ 50 წლის ასაკში დგება, თუმცა ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს:
➡️ ნაადრევი მენოპაუზა (40-45 წელი) – აღინიშნება ისეთ ქალებში, რომლებსაც მოუწიათ მუშაობა და ცხოვრება არახელსაყრელ პირობეში, რომლებმაც გადაიტანეს ხშირი მშობიარობები და აბორტები, მასიური სისხლდენები მშობიარობის დროს და ქრონიკული ინფექციური დაავადებები
➡️ გვიანი მენოპაუზა (55 წლის შემდეგ) – აღინიშნება საშვილოსნოს ფიბრომიომისა და ჰიპერტონული დაავადებების დროს 💭 დაინტერესდით?
👉 გაიგეთ მეტი მენოპაუზის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3tp2zA5
#მენოპაუზა #კლიმაქსი #მენოპაუზისსიმპტომები #მენოპაუზისნიშნები #მენოპაუზისმკურნალობა #მენსტრუაციისშეწყვეტა #ბოლომენსტრუაცია #სასქესოორგანოებისინვოლუცია #სასქესოჰორმონები #ნაადრევიმენოპაუზა #გვიანიმენოპაუზა #მენოპაუზისდრო #მენოპაუზისდიაგნოზი #პრემენოპაუზა #პოსტმენოპაუზა #ვაგინალურისიმშრალე #საშოსსიმშრალე #მუცლისტკივილი #ძილისპრობლემები #არარეგულარულიციკლი #წონისკლება #თავისტკივილი #სიმხურვალე #შემცივნება #დევიტამინი #Dვიტამინი #ჯანსაღიკვება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გინეკოლოგიური დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.