სპორტსმენი და წყალი

წყალი

  მოზრდილი ადამიანის ორგანიზმი შეიცავს დაახლოებით 40-45 ლ. წყალს,  რაც სხეულის საერთო მასის 60%-65%-ს შეადგენს. წყალი წარმოადგენს ლიმფისა და სისხლის შემადგენელ ნაწილს,  ეხმარება ორგანიზმს  საკვების გადამუშავებაში და მონაწილეობს თბორეგულაციაში.

სპორტსმენის მიერ წყლის მიღების რეჟიმი განისაზღვრება ვარჯიშებისა და ფიზიკური დატვირთვის,  კვების რაციონისა და კლიმატური პირობების შესაბამისად. დღე-ღამეში ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელია 2-2,  5 ლ წყალი,  რომელშიც შედის წვნიანი,  ჩაი,  რძე და სხვა პროდუქტი.

ორგანიზმისათვის არ არის რეკომენდებული წყლის არც მცირე და არც ძალიან დიდი რაოდენობა,  რადგან ასეთ შემთხევაში ირღვევა ისეთი პროცესები,  როგორიცაა საკვები ნივთიერებების  შეწოვა,  ტრანსპორტირება და ცვლა,  ასევე თბორეგულაცია. წყალზე ორგანიზმის მოთხოვნილება განისაზღვრება წყლის დაკარგული რაოდენობით,  ცვლის რეგულაცია კი ხორციელდება როგორც ნერვულ-ჰუმორალური,   ასევე გამომყოფი ფუნქციის საშუალებით. დიდ  ფიზიკური დატვირთვას თან ახლავს  დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვა,  რასაც თან სდევს პირის სიმშრალე და შესაბამისად წყურვილის გრძნობის გაჩენა. წყურვილის გაჩენა სისხლის პლაზმასა და ქსოვილებში ოსმოსური წნევის მომატებას უკავშირდება. ამ მიზეზით ორგანიზმი კარგავს არა მხოლოდ წყალს,  არამედ აქტიურ ოსმოსურ ნივთიერებებსაც (ქლორიდები და მინერალური მარილები,  მუშაობის დროს იხარჯება გლიკოგენი და  ქსოვილოვანი ცილები). სისხლის პლაზმასა და ქსოვილებში ოსმოსური წნევის ცვლილება არ არის წყლის ოფლთან ერთად კარგვის პროპორციული,  ამიტომ შესაძლებელია წყლის მცირე მარაგითაც კი მოხდეს წყურვილის გრძნობის დათრგუნვა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე,  ადამიანმა,  რომელიც აქტიური სპორტული ცხოვრებით არის დაკავებული,  თავი არ უნდა შეიზღუდოს სითხის მიღებით,  განსაკუთრებით ვარჯიშის დროს. იმიტომ რომ ამ დროს იკარგება დიდი რაოდენობით სითხე,   ვითარდება სისხლის შესქელება და მისი წებოვნების მომატება,  რაც განაპირობებს გულზე დატვირთვის მომატებასა და ნორმალური მუშაობის შეზღუდვას.

აღებულია: