მოხუცები და წყალი

წყალი

  ადამიანის ყველა ასაკს გააჩნია ფიზიოლოგიური თავისებურებები. ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმის მოთხოვნილება წყალთან მიმართებაში მნიშვნელოვნად იცვლება.

 

წყალი,  როგორც ცნობილია,   არის სიცოცხლის არსებობის ძირითადი ელემენტი ჩვენს პლანეტაზე,  წყალი მონაწილეობს ადამიანის ორგაზმში მიმდინარე ყველა სასიცოცხლო პროცესში. მისი როლი ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულია,  განსაკუთრებული მოთხოვნილება წყალზე ექმნებათ ასაკოვან პირებს,  რადგან მათი ორგანიზმი შედარებით სათუთია და ძნელად უმკლავდება გაუწყლოებას.

მოხუცებულთათვის გაუწყლოება ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. ამ ასაკში თირკმელი კარგავს თავის ფუნქციონალურ აქტივობას,  წყურვილის გრძნობა ისეთივე აქტიური აღარ არის,  რასაც საბოლოოდ მივყავართ ორგანიზმში სითხის მოცულობის მნიშვნელოვან შემცირებამდე. ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს დიურეტიკები,  წამლები,  რომლებიც მომატებული არტერიული წნევის დასარეგულირებლად გამოიყენება. მოხუცებში სითხის ნაკლებობას მივყავართ ჰიპერტონიამდე,  ვეგეტოსისხლძარღვოვან მოშლილობამდე,  საბოლოოდ ორგანოთა შეშუპებამდე,  რასაც თან სდევს გონების დაკარგვა. საქმე ის არის  რომ ორგანიზმში სითხის ნაკლებობის შესაბამისად ვითარდება სისხლის მოცულობის შემცირება,  სისხლი ხდება წებოვანი და ადგილი აქვს პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროვებას. ახალგაზრდა ადამიანის ორგანიზმი სითხის მარაგის გარეშე ძლებს 3-5 დღე-ღამე,  ხოლო ასაკოვან ადამიანებში ასეთ პირობებში 36 საათიც კი შესაძლოა გახდეს კრიტიკული.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ასაკში სითხის საშუალო მოთხოვნილება დღე-ღამეში შეესაბამება 1,5 ლ-ს. ეს მაჩვენებელი არ ითვალისწინებს გარემო პირობებს,  დიურეტიკების მიღების შესაძლებლობასა თუ სხეულის მასას. ამ შემთხვევებში ნორმის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება. მიზანშეწონილია,  რომ ასაკოვან პირებში ორგანიზმში სითხის მარაგი შეივსოს მხოლოდ წყლით. გასათვალისწინებელია ისიც,  რომ დიდ ქალაქებში გაუფილტრავი წყლის მიღებამ,  რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს მძიმე მეტალებს,  დიოქსინებსა თუ მიკროორგანიზმებს,  შეუძლიათ ისეთივე მძიმე შედეგების მოტანა,  როგორიცაა ორგანიზმის გაუწყლოება. ამ პრობლემებიდან გამომდინარე,  ჯანსაღი ცხოვრებისათვის აუცილებელი ხდება წყლის ფილტრების გამოყენებაც,  რომელიც წყალს დამატებით ამარაგებს მინერალური მარილებითა და ხელს უწყობს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას.

მოხუცებში აუცილებელი რაოდენობით წყლის მიღება ხსნის კიდევ ერთ დელიკატურ პრობლემას,  როგორიცაა ყაბზობა. საჭმლის მომნელებელი სისტემა იწყებს გამართულ მუშაობას,  იხსნება გაუწყლოების ფონზე განვითარებული დაღლილობა და ძილიანობა,  ადამიანის ორგანიზმი განიცდის გაჯანსაღებას და ფიზიკური დატვირთვის მომატების შესაძლებლობას. ასაკოვან პირებში მიზანშეწონილია გამოირიცხოს მაგარი ჩაი ან ყავა,  სხვადასხვა წვენები,  სამაგიეროდ შესაძლებელია ოთახის ტემპერატურის სუფთა წყლის მიღება ლიმნის ან სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტით,  თუ არ არსებობს რაიმე უკუჩვენება.

 აღებულია: http://3vozrast.ru/article/energia/pitanie/2212/