გაუწყლოვნება ხანშიშესულებში

გაუწყლოვნება ხანშიშესულებში

ასაკოვან პირებში ორგანიზმის გაუწყლოების სიმპტომები მკვეთრად განსხვავდება ბავშვებსა და მოზრდილებში მიმდინარე გაუწყლოების სიმპტომატიკისაგან. იმისათვის,  რომ ადამიანის ორგანიზმმა შეასრულოს სხვადასხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია,   მუდმივად საჭიროებს წყლის მიწოდებას. წყლის დეფიციტსა და უკმარისობას მივყავართ ორგანიზმის გაუწყლოებამდე. გაუწყლოება შესაძლოა იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება,  ასევე რომელიმე პათოლოგიური მდგომარეობის სიმპტომი და გამოვლინება. გაუწყლოებას მივყავართ ისეთ მდგომარეობამდე,  როდესაც ტვინი და კუნთები ვერ ფუნქციონირებენ სათანადოდ და მუშაობენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.

ხანშიშესულებში მიმდინარე გაუწყლოების სიმპტომები:

ასაკში გაუწყლოების მიზეზებს შორის შესაძლოა დასახელდეს როგორც ფიზიკური ცვლილებები,  ასევე სხვადასხვა მედიკამენტების მიღება. ამ ასაკში ადამიანები შედარებით ნაკლები რაოდენობის სითხეს მოიხმარენ-კიდევ ერთი მიზეზი გაუწყლოების ფენომენის ჩამოყალიბებისა. კეთილსასურველი პროგნოზისათვის აუცილებელია დროულად მოხდეს აღწერილი მდგომარეობის დიაგნოსტირება. გაუწყლოება შესაძლოა იყოს სახიფათო სიცოცხლისათვის და გამოიწვიოს საკმაოდ მძიმე შედეგები.

სიმძიმის საშუალო ხარისხის დროს გამოვლენილი სიმპტომები:

  • პირის სიმშრალე
  • თავის ტკივილი
  • წყურვილი
  • ნაკლები რაოდენობით შარდის გამოყოფა
  • კუნთების სისუსტე
  • თავბრუსხვევა და გულისრევა
  • შფოთვა და ციებ-ცხელება
  • დაღლილობა

რაც შეეხება გაუწყლოების მძიმე ფორმას,  იგი ხასიათდება:

  • დეზორიენტაციით
  • კუნთების დაღლილობით
  • გაძლიერებული გულის რიტმი
  • დაბალი არტერიული წნევა
  • ძლიერი წყურვილი და ძილიანობა
  • შარდის გამოყოფის შემცირება
  • უგონო მდგომარეობა
  • ბოდვა

ამ სიმპტომებთან ერთად ასაკოვან პირებში ორგანიზმის გაუწყლოება დამატებით ხასიათდება კანის სიმშრალით. მკურნალობის შემთხვევაშიც კანი ვერ იბრუნებს პირველყოფილ მდგომარეობას.

მკურნალობა.

ასაკოვან პირებში გაუწყლოების სიპტომების შემჩნევისთანავე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მკურნალობის დროული დაწყება,  რათა შედეგი იყოს კეთილსაიმედო. მძიმე შემთხევაში ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის გეგმა მოიცავს სქემას: 4 სახის სითხის ინტრავენურად გადასხმას,  მასთან ერთად შესაძლოა დაინიშნოს რომელიმე მედიკამენტი ან ელექტროლიტური ხსნარი. შედარებით მსუბუქ შემთხვევებში ავადმყოფი ვალდებულია მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე პერორალურად ორგანიზმის რეჰიდრატაციისათვის.

_________________________________

წყალი