გაუწყლოება – თანამედროვეობის დაავადება

გაუწყლოება ჩვენი ორგანიზმის 80% წყალია. ეს უნივერსალური სითხე წარმოადგენს უმარტივეს და ამასთანავე ურთულეს ნივთიერებას დედამიწაზე. უჯრედოვან დონეზე მიმდინარე მოლეკულური პროცესები სწორედ წყლის საშუალებით წარიმართება.

წყალი განაპირობებს ფერმენტების,  ორგანოიდებისა და სხვადასხვა მოლეკულების ფუნქციონალურ აქტივობას. რა ხდება ჩვენს ორგანიზმში მაშინ,  როდესაც წყალი ნაკლები რაოდენობით მოგვეწოდება? მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის,  ცნობილი ირანელი ექიმის ფერეიდონ ბატმანგხელინჯის წიგნში,  “თქვენი ორგანიზმი ითხოვს წყალს“,  წარმოდგენილია თეორია,  რომლის მიხედვითაც სხვადასხვა დაავადებების წარმოშობა ორგანიზმის გაუწყლოებასთან არის დაკავშირებული.

ექიმის განცხადებით “ყველა თქვენი დაავადება,  სხვა არაფერია,  თუ არა მუდმივი წყურვილის გრძნობა“. ფერეიდონ ბატმანგ ხელინჯი თავისსავე წიგნში აკრიტიკებს ფარმაცევტული ფირმების გიგანტებს იმასთან დაკავშირებით,  რომ ისინი მალავენ ინფორმაციას ყველაზე ეფექტური და იაფი მედიკამენტის,  წყლის შესახებ.


♦ გაუწყლოების სიმპტომები:

თუ თქვენ ხშირად უჩივით პირის ღრუს სიმშრალეს,  ყაბზობას ეს არის აშკარა ნიშანი იმისა,  რომ თქვენი ორგანიზმი განიცდის წყლის ნაკლებობას. გაუწყლოებაზე მიგვანიშნებს კუჭის მჟავიანობის მომატებაც. გაუწყლოების წარმოშობასთან ერთად სახეზე გვაქვს ისეთი პათოლოგიური მდგომარეობანი,  როგორიცაა:

– მშრალი კანი

ღვიძლის ნორმალური მუშაობის დათრგუნვა. ორგანიზმში წყლის ნაკლებობის შესაბამისად ხდება ნაღველის შესქელება,   ნაღვლის ბუშტში წარმოქმნება დიდი რაოდენობით სილა და კენჭი,  რაც საბოლოოდ განაპირობებს ღვიძლის გაღიზიანებას.

– თირკმლის დავადებები

იგივე პროცესი მიმდინარეობს თირკმელში. სითხის ნაკლებობის ფონზე მინერალური მარილები არ გამოირეცხება თირკმლიდან და ყალიბდება ქვად.

– გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და დიაბეტი

დადგენილია რომ ისეთი პათოლოგია,  როგორიცაა გულის იშემიური დაავადება,  ათეროსკლეროზი,  ასევე შაქრიანი დიაბეტი ვითარდება სითხის ნაკლებობის ფონზე  “ბლანტი“ სისხლის შესაბამისად.

– ტკივილი სახსრებში

ორგანიზმში სითხის ნაკლებობის ფონზე ძვლებსა და სახსრებში გროვდება ცვლითი პროდუქტების ნარჩენები,  იწვევს რა ტკაცუნსა და ძლიერ ტკივილს (მაგ. ტკივილი პოდაგრის დროს). ქრონიკული გაუწყლოება ქმნის ოსტეოქონდროზის,  ართრიტის,  ართროზისა და ხერხემლის დაავადებების გაჩენის საშიშროებას.

– მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები

თვალის ბროლის გაუწყლოება და მცირე კალიბრის სისხლძარღვებში ცირკულაციის დარღვევები იწვევს კატარაქტის ჩამოყალიბების რისკს,  ბადურის ჩამოშლის საშიშროებას.

არსებობს თეორია იმის შესახებ,  რომ ალერგიული პროცესები ორგანიზმის გაუწყლოების და ფერმენტების ნაკლებობის ფონზე ვითარდება.

– ბრონქიალური ასთმა

ამ დაავადების მიზეზიც ორგანიზმის ქრონიკული გაუწყლოებაა. გაუწყლოების პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ სუფთა წყლის მიღებით. როგორც ცნობილია უძველესი ადამიანი არ იღებდა ისეთ სასმელს,  რომლითაც ჩვენ ხშირად ვიკლავთ წყურვილს,  მაგალითად როგორიცაა: ჩაი,  ყავა,  კოლა და ა. შ. ამ მხრივ, განსაკუთრებით საშიშ პერიოდად ითველება ზაფხული,  როდესაც ჩვენი ორგანიზმი საჭიროებს დიდი რაოდენობით წყალს,  ჩვენ კი მას სხვადასხვა არასასურველი სასმელით ვანაცვლებთ.

გასათვალისწინებელია,  რომ ჩვენი ორგანიზმისათვის წყლის დღიური დოზა განისაზღვრება 30მლ-ით ყოველ 1 კგ. -ზე. მაგალითად თუ თქვენ იწონით 80 კილოგრამს,  თქვენთვის წყლის დღიური დოზაა 2,4 ლ. თუ თქვენ გადალახავთ გაუწყლოებას,   თქვენი ორგანიზმი გაჯანსაღდება და დაიბრუნებს ახალგაზრდულ ხალისს. ნორმალიზდება წნევა,  თირკმლის მუშაობა და გულსისხლძარღვთა სისტემის მოქმედება,  ასევე უმჯობესდება სახის კანის ფერი და კანის მდგომარეობა. ამასთან სრულიად გამოუსადეგარი გახდება უამრავი წამალი,  რომელიც მკურნალობის მიზნით შეიძინეთ. >>წყალი

 აღებულია: http://www.from-ua.com/health/88080566d42b9.html