მინერალური წყალი გასტრონომიულ კულტურაში

წყალი

მინერალური წყალი გამოიყენება კულინარიაში, მაგალითად მწვადის დასაბასტურმებლად შესანიშნავი სოუსია ლიმნის წვენისა და მინერალური წყლის ნაზავი. იცოდით თუ არა, რომ წითელ ხიზილალაში ქილის გახსნისთანავე ერთი კოვზი მინერალური წყალი უნდა დაამატოთ _ ეს იმისათვის არის საჭირო რომ ბუტერბროდზე ხიზილალას მარცვლები თანაბარ ფენად გადანაწილდეს.

საკონდიტრო საქმეში მინერალურ წყალს თავისი დატვირთვა აქვს _ ცომი ერთი ორად ფუმფულა გამოვა თუ მას მინერალური წყლის საფუძველზე მოვამზადებთ. განსაკუთრებით კარგია ბლინების მოსამზადებლად.

 სომელიეთა აზრით მინერალური წყალი საუკეთესოდ აბალანსებს ღვინის გემოს. ისინი გვირჩევენ, მინერალური წყალი მივიღოთ თეთრ მშრალ და წითელ ღვინოებთან.
ასევე რეკომენდაციას უწევენ მინერალურ წყალს, როგორც საუკეთესო მისაყოლებელს. ცნობილია, რომ ყავის გემოს უკეთ შესაგრძნობლად სასურველია ყოველი ყლუპის შემდეგ წყლის მიღება. ეს არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიც არის – კოფეინი იწვევს გაუწყლოვანებას, საუკეთესო წამალი კი ამ შემთხვევაში მინერალური წყალი გახლავთ. მიაყოლეთ ფინჯან ყავას ერთი ჭიქა მინერალური წყალი, იგი აბალანსებს ორგანიზმში სითხეს და აუმჯობესებს ყავის არომატისა და გემოს აღქმას.

გაზირებული მინერალური წყალი დიეტის დროს შესანიშნავად ანაცვლებს ალკოჰოლურ და გამაგრილებელ სასმელებს.
ასევე საუკეთესო ინგრედიენტია კოქტეილების მოსამზადებლად და ჟასმინის ცივი ჩაის დასაყენებლად.

გთავაზობთ ერთერთი გამაგრილებელი სასმელის რეცეპტს
ინგრედიენტები:
ყურძნის წვენი 1 ჭ
ლიმონი 1
ფორტოხლის წვენი 3 ს/კ
შაქარი ½ ჭ.
მინერალური წყალი 2 ჭ
ყურძნის მტევანი 1

მომზადების წესი:
მოხარშეთ შაქრის სიროფი; დაამატეთ ყურძნის წვენი; ჩაწურეთ ლიმონი, შემდეგ დაამატეთ ფორთოხლის წვენი და დატოვეთ გრილ ადგილას 2 საათით; სუფრასთან მიტანამდე დაამატეთ მინერალური წყალი; ჭიქებში წინასწარ ჩაყარეთ ყურძნის მარცვლები.

აღებულია:

_____________________________________________