კოსმეტიკა და წყალი

უძველესი ბერძნული მითის მიხედვით სილამაზის ქალღმერთი აფროდიტე იშვა ზღვის ქაფისაგან. ძველი რომაელი ექიმი კორნელიუს ცელსიუსი წყალს უნივერსალურ თვისებებს მიაწერდა,   თვლიდა რა სხვადასხვა დაავადებებათა პროფილაქტიკისათვის საუკეთესო საშუალებად.  წყლის პროცედურები ააქტივებს სისხლის მიმოქცევას და განაპირობებს კანის შეწოვის გააქტიურებას,  რაც ხელს უწყობს მკვებავი კრემებისა თუ ნიღბების სასარგებლო თვისებების გამოვლენას.

წყალი ეხმარება ადამიანს შეინარჩუნოს სილამაზე,  მხნეობა და ჯანმრთელობა,  წარმოადგენს დაღლილობის მოხსნის საუკეთესო საშუალებას,  განსაკუთრებით მძიმე სამუშაო დღის შემდეგ. როგორც ცნობილია,   ჩრდილოეთის ქვეყნებში ტენიანი ჰავაა,  ასეთი ჰაერი სახის კანის ბუნებრივი „ნიღაბი“ ან „კომპრესია“. ტენი ღრმად აღწევს კანის ფორებში,  იცავს კანს მტვრისაგან,  ხდის მას აბრეშუმივით ნაზს. არ არსებობს კრემი,  რომელიც უკეთესად დაიცავდა კანს,  ექნებოდა გამაახალგაზრდავებელი და შემამსუბუქებელი ეფექტი.

სწორედ ამიტომ აქვს სახის კანისათვის ზღვაზე ან მდინარეზე გატარებულ რამდენიმე დღეს არაჩვეულებრივი ეფექტი. უნდა ითქვას,  რომ გაუწყლოება ნაოჭების გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. წყლის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ფიზიკური ფორმით: ორთქლის,  გაყინული ან თოვლის სახით. კანზე წყლის  მოქმედების ეფექტი დამოკიდებულია ტემპერატურაზე. თბილი წყალი აფართოვებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს კანის კვებას.

ცივი წყალი ავიწროვებს სისხლძარღვებს და ხელს უწყობს კანის გადაჭიმვას. სახის წყლით დაბანის შემდეგ სასურველია თუ მას არ შევიმშრალებთ და საშუალებას მივცემთ თავად გაშრეს კანი,  რათა მოხდეს ტენის ნაწილის უკეთესი შეწოვა. ამ მხრივ სასურველია გადამდნარი წყლის გამოყენება. სახის კანის ფიზიოლოგიური აქტივობის გაუმჯობესების მიზნით საუკეთესოა ე. წ „გაზაფხულის წყალი“,  რომელიც აგარაკზე ან ტყეში ყოფნის დროს უნდა მივაწოდოთ ჩვენს ორგანიზმს. წყალი ააქტივებს საჭმლის მომნელებელ,  ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მოქმედებას,  ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას,  აქვს მატონიზირებელი ეფექტი და აახალგაზრდავებს კანს,  ხელს უწყობს ოფლის გამოყოფას.

  კოსმეტოლოგიურ კაბინეტებში საკმაო პოპულარობით სარგებლობს თბილი და ცივი კომპრესები,  ორთქლის აბაზანები,  ყინულისა თუ თოვლის ნიღბები. თბილი კომპრესებისათვის იყენებენ შედარებით სქელი ქაღალდის საფენებს,  რომელიც სახის კონტურზეა გამოჭრილი. საფენს ასველებენ წყალში,  წურავენ და დებენ ორთქლზე. გაცხელებული საფენის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 50°С,  წინააღმდეგ შემთხვევაში სახის კანზე შესაძლოა გაჩნდეს წითელი ლაქები,  მოხდეს კაპილარების გაფართოვება და მათი დაზიანება. თბილი კომპრესი პირველად იდება ნიკაპზე,  რათა შემოწმდეს სახის კანის მგრძნობელობა,  ხოლო შემდეგ ფრთხილად დაიტანება მთელს სახეზე. 1-2 წუთის გასვლის შემდეგ კომპრესი უნდა შეიცვალოს ახლით. კომპრესების გამოყენების უკუჩვენებას წარმოადგენს სახის გაფართოვებული სისხლძარღვები.

კომპრესების გამოყენების დროს წყლის ტემპერატურა დაახლოებით 18°С-ია. პროცედურა ტარდება მხოლოდ თბილ შენობაში და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ცივი კომპრესი ხურავს კანის ფორებს და განაპირობებს ტონუსის მომატებას. მშრალი კანის შემთხვევაში უმჯობესია თბილი და ცივი კომპრესების ერთდროული გამოყენება,  რაც აუმჯობესებს სახის კანის ფუნქციონალურ აქტივობას და ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს.

ამავე მიზნით გამოიყენება ოთახის ტემპერატურის მინერალური ან ზღვის წყლის კომპრესები. კომპრესი სახის კანზე თავსდება 30 წუთის განმავლობაში,   შედეგი სახეზეა 30 პროცედურის შემდეგ. ასევე ძალიან კარგი შედეგები აქვს ორთქლის აბაზანებს,  განსაკუთრებით ცხიმიანი და ფერმკრთალი კანის შემთხვევაში. ორთქლის აბაზანებს არ იყენებენ ასთმით დაავადებულები,  ისინი,  რომელთაც აწუხებთ გულის პათოლოგიები.

სახის კანზე არსებული წითელი ლაქებისა და გაფართოებული სისხლძარღვების დროს ორთქლის აბაზანების მიღება არ არის რეკომენდებული. ისეთი კანის შემთხვევაში,  რომელიც მიდრეკილია სხვადასხვა ანთებითი პროცესების მიმართ,  საუკეთესოა ყინულის პროცედურები. ყინულის კომპრესის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთი წუთის განმავლობაში. პროცედურა იწყება კისრიდან,  შემდეგ გადადიან შუბლსა და საფეთქელზე. იმისათვის,  რომ კანი შეეჩვიოს ცივს,  საჭიროა პროცედურა დაიწყოს ცივი კომპრესებით და შემდეგ გაგრძელდეს ყინულის პროცედურით.

აღებულია :

გადასვლა >>>> კოსმეტოლოგია

..