ჭაობები საქართველოში

წყალი

ჭ ა ო ბ ე ბ ს საქართველოში განსაკუთრებით დიდი ფართობი (225 ათასზე ჰექტარზე მეტი) უკავია კოლხეთის დაბლობზე. მცირე ჭაობებია ჯავახეთის ვულკანურ მთიანეთშიც (ვაჩიანის, ავჭალის, ხანჩალის, მადათაფის, სულდისა და სხვ.) და საქართველოს სხვა რაიონებშიც.

მელიორაციული სამუშაოების ჩატარების შედეგად კოლხეთში დაშრობილია 65 ათას ჰექტარზე მეტი ჭაობი და მიწა გამოყენებილია ჩაის, ციტრუსების, ხეხილის, ტექნიკური კულტურებისა და მარცვლეულისათვის, მაგრამ მელიორაციული ღონისძიებები სათანადო სიმაღლეზე არ ჩატარდა, რის გამოც ხელი ეშლება ამოშრობილი მიწების ათვისებას. ი. აფხაზავა, ლ. ვლადიმიროვი (ქსე.1991 წ.)

 ____________________________________