მინერალური წყალი კოსმეტოლოგიაში

 მინერალური წყალი კოსმეტოლოგიაში

წყალი

ცელულიტის საწინააღმდეგოდ კარგი საშუალება გახლავთ თბილ მინერალურ წყალში დასველებული ტილოთი ტანის დაზელვა. ასე თქვენ იოლად დაკარგავთ ზედმეტ კილოგრამებს ხოლო თუ ამ პროცედურას საღამოს ჩაიტარებთ, იგი მოგიხსნით დაღლილობის შეგრძნებას.

სახის ფერის გასაუმჯობესებლად კარგია მინერალური წყლის პროცედურა დილით. გაახვიეთ ნატურალურ ბამბის ქსოვილში მინერალური წყლის ყინულის ნატეხი და მსუბუქად დაიზილეთ სახე.
მაკიაჟის მოსაშორებლად მოამზადეთ მინერალური წყლის ლოსიონი: 1 ჭ. მინ. წყალს დაამატეთ 2 ჩ/კ მარილი და 1 ლიმნის წვენი. შემდეგ ეს ნაზავი ჩაასხით სანახევროდ გავსებულ ნახევარლიტრიან ბოთლში და შედგით მაცივარში. მაკიაჟის მოსაცილებლად გაიწმინდეთ სახე ამ ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონით, შემდეგ მცენარეულ ზეთში დასველებული ტამპონით, შემდეგ ისევ ლოსიონით და ა. შ. სანამ კანის არ გასუფთავდება. ეს პროცედურა კვებავს კანს და აქრობს ანთებით პროცესებს.

 

გაუხეშებული ქუსლების დასარბილებლად შეათბეთ ½ ლ. მინერალური წყალი და მიიღეთ ფეხის აბაზანები კვირას 2-3 ჯერ. ეს პროცედურა ასევე კარგია ხანგრძლივი მედიკამენტოზური მკურნალობის შემდეგ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად.

 ….

_______________________________________________________