მყინვარები საქართველოში

წყალი

 მ ყ ი ნ ვ ა რ ე ბ ი საქართველოში მხოლოდ კავკასიონზეა. მათი რიცხვი 688, ფართობი – 506 კმ2-ია (რესპუბლიკის ფართობის 0.7%).

მყინვარები კარგადაა განვითარებული მდინარე ბზიფის სათავეებიდან მამისონის უღელტეხილამდე, აღმოსავლეთით მხოლოდ მყინვართა ცალკეული ჯგუფებია. მნიშვნელოვანი მყინვარებია კავკასიონის ჩრდილოეთ გვერდით ქედებსა და განშტოებებზე. სამხრეთ განშტოებებზე დიდი მყინვარები მხოლოდ სვანეთის ქედზეა, დანარჩენ ქედებზე პატარა მყინვარებია. გამყინვარების ფართობით გამოირჩევა მდინარეების ენგურის, თერგის, კოდორისა და რიონის აუზები. პატარა მყინვარებია მზიფის, ხობის, ლიახვის, არაგვის, ასისა და პირიქითა ალაზნის აუზებში. უდიდესი მყინვარებია მდინარე ენგურის აუზში: ლეხზირი, წანერი, ტვიბერი, ადიში და სხვ. საქართველოში ძირითადად ხეობის, დაკიდებული და კარული მყინვარებია. კავკასიონის მთავარ წყალგამყოფზე მარადი თოვლის ხაზი სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს: დასავლეთ კავკასიონის სამხრეთის კალთაზე 22800-2900 მეტრზეა, უკიდურეს აღმოსავლეთში იგი 3600 მეტრამდე ადის, რაც დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ნალექების შემცირებასა და ჰავის კონტინენტურობის ზრდასთან არის დაკავშირებული. კავკასიონის მყინვარები ძირითადად სტაბილურ მდგომარეობაშია, ზოგი მათგანი უმნიშვნელოდ იხევს უკან.(ქსე.1991 წ.)

 ბმები: საიტი ,,წყალი”