წყალი (მოკლე მიმოხილვა)

წყალი

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა. დედამიწის მეგობრები – საქართველო. თბილისი, 2007 წელი

მომზადებულია საქართველოს მწვანეთა მოძრაობის მიერ პროექტის ”მეთოდური სახელმძღვანელოს მომზადება გარემოს დაცვითი საკითხების შესახებ” ფარგლებში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით

წყალი (მოკლე მიმოხილვა)

ყველამ იცის თუ რა არის წყალი. თუ მოგვწყურდება, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ მოვუშვათ ონკანი და დავლიოთ. ერთი შეხედვით წყალი შეიძლება მარტივ ნივთიერებად მოგვეჩვენოს, ვინაიდან მას ჩვეულებრივ არ აქვს ფერი, სუნი და გემო. მაგრამ სინამდვილეში საქმე არც ისე მარტივად არის.

წყალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია დედამიწის არსებობისათვის. სადაც წყალია, იქ სიცოცოხლეა და სადაც მისი ნაკლებობაა, იქ არსებობისათვის ბრძოლა მიდის.

ალბათ ყველა თქვენთაგანმა იცის, თუ როგორ გამოისახება წყლის ფორმულა – H2O. როგორც დიაგრამიდან ჩანს წყალი შედგება ჟანგბადის ერთი და წყალბადის ორი ატომისგან. წყალბადის დადებითი ატომები დაკავშირებულია ჟანგაბადის უარყოფით ატომთან, რომელიც ერთობლიობაში ქმნის წყლის მოლეკულას. საწინააღმდეგო ელექტრული მუხტების მიზიდვის შედეგად წყლის მოლეკულები უკავშირდებიან ერთმანეთს, რომელიც შემდგომში განაპირობებს წყლის “სიმტკიცეს”. როგორც დიაგრამა გვიჩვენებს წყლის სხვადასხვა მოლეკულის წყალბადის ატომები (დადებითი მუხტით) იზიდავენ ჟანგბადის ატომს (უარყოფითი მუხტით).

წყლის ყველა ეს მოლეკულა ურთიერთმიიზიდება და ჯგუფდება. წყლის არსებობას წვეთების სახით დედამიწის მიზიდულობის ანუ გრავიტაციის ძალა განაპირობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ექნებოდა ბურთის/სფეროს ფორმა.

წყალს უწოდენენ “უნივესალურ გამხსნელს”,  ვინაიდან იგი ხსნის ბევრად უფრო მეტ ნივთიერებას, ვიდრე სხვა სითხეები. ეს კი ნიშნავს, რომ წყალს ახასიათებს მინერალების, ქიმიური და მკვებავი ნივთიერებების გადამტანი ფუნქცია როგორც მიწაში, ასევე ცოცხალ ორგანიზმში.

წყლის ფიზიკური თვისებები

წყალი უნიკლაურია იმით, რომ იგი არის ერთადაერთი ბუნებრივი სუბსტანცია ბუნებაში, რომელიც არსეობს სამ მდგომარეობაში – -სითხე (წყალი), მყარი (ყინული) და აირი (ორთქლი).

წყლის გაყინვის ტემპერატურა ცელსიუსის შკალის მიხედვით არის 00, ხოლო 100 გრადუსი C  კი დუღილის ტემპერატურაა.

წყალი უჩვეულოა იმითაც, რომ წყლის მყარი ფორმა – ყინული ნაკლებად მკვრივია ვიდრე სითხე, ამიტომაც არის, რომ ყინული წყლის ზედაპირზე ტივტივებს.

წყალს ახასითებს მაღალი თბოტევადობა. ეს კი გულისხმობს, რომ წყალს შეუძლია შთანთქას დიდი რაოდენობით სითბო. ამიტომაც არის რომ ის ფართოდ გამოიყენება მრეწველობასა და მანქანის რადიატორებში.

წყალი ჩვენს ორგნიზმში

მოდით, დავფიქრდეთ თუ რა არის აუცილებელი იმისათვის რომ ვიარსებოთ? საკვები, ჰაერი თუ წყალი?

ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრებთ წყლის როლზე. წყალი წარმოადგენს არსებობისათვის საციცოხლო ელემენტს. ზოგიერთ ცოცოხალ ორგნიზმში წყლის შემცველბა 90%-ზე მეტია. ადამიანის ორგანიზმი 60% წყალს შეიცავს. მხოლოდ ტვინში 70% წყალია, ფილტვებში 90%-ია, ხოლო სისხლში წყლის შემცველობა 83%-ია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის საჭმლის მონელების და სხეულის ტემპერატურის დარეგულირებაში. ყოველდღიურად ადამიანმა როგორც სასმელის, ასევე საკვების სახით უნდა მიიღოს 2,4ლ. წყალი.

წყლის აგრეგატული მდგომარეობა

როგორც უკვე აღინიშნა, წყალი ბუნებრივ პირობებში გვხვდება სამ აგრეგატულ მგომარეობაში: პირველი: სითხე – ყველაზე გავრცელებული წყლის მდგომარეობაა. წყალი მოდის ჩვენს ონკანებში, ასევე იგი გხვდება ზღვების, ტბების, მდინარეების და ა.შ. სახით. წყალი თხევად მგომარეობაში არსებობს 0-დან 100 გრადუს C-მდე.

100 გრადუს C წყლის დუღილის ტემპერატურაა. 100 C –ზე მაღლა წყალი გადადის აირედ მდგომარეობაში ანუ ორთქლის ფაზაში. 100 გრადუს C –ზე დაბალ ტემპერატურაზე ორთქლი უბრუნდება საწყის (თხევად) მდგომარეობას და ამ პროცესს კონდენსაცია ეწოდება. წყალი მყარ მდგომარეობაში გადადის, როცა ტემპერატურა 0 გრადუს C –ზე დაბალია, სითხე გადადის მყარ მდგომარეობაში (ყინული) და ამ პროცესს კოაგულაცია ეწოდება. წყლის სხვა სპეციფიური ფორმები: წვიმა, თოვლი, სეტყვა, ნამი და ყინული.

წყლის ცირკულაცია

წყალი მუდმივ მოძრაობაშია დედამიწასა და ატმოსფეროს შორის. მზე და ქარი იწვევს წყლის აორთქლებას მიწიდან, მცენარეთა ფოთლებიდან, ცხოველთა სხეულიდან და მდინარეების, ტბებისა და ოკეანეების ზედაპირიდან. ამ გზით სითხე გარდაიქმნება ორთქლად. გარკვეულ პირობებში ორთქლი კონდენსირდება და დედამიწას მოევლინება წვიმის, თოვლჭყაპის ან თოვლის სახით. ამ გზით წვიმა კვებავს (ამდიდრებს) მდინარეებს და ტბებს, შემდეგ კი მდინარეები ჩაედინება ოკეანეებში. ნაწილი წყალი კი მიწის ქვეშ მიდის და ქმნის მიწისქვეშა წყლების რეზერვუარს.

დედამიწის 70% წყალს უკავია. მას ხშირად “ლურჯ” პლანეტასაც უწოდებენ. იგი გვხვდება ყველგან – ოკეანეების, მდინარეების, ტბების, ნაკადულების და მიწისქვეშა წყლების სახით. ასევე გვხვდება წვიმის და თოვლის სახითაც. ერთი შეხედვით პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ წყალი შესაძლებელია გამოილიოს, მაგრამ ტყეების გაჩეხვის, გლობალური დათბობის, სოფლის მეურნეობის არასწორი პრაქტიკის შედეგად ადამიანი უფრო და უფრო მეტი რაოდენობით წყალს მოიხმარს და ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ნაკლები რაოდენობით წყალი ხდება ხელმისაწვდომი.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის 70% წყლით არის დაფარული, ადამიანის სარგებლობისათვის მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოიყენება.

დედამიწის წყლის 97.2% წარმოადგენს მლაშე წყლებს. დანარჩენი 2.8% – მტკნარი წყლები, მოიხმარება დედამიწის ბუნებრივი ფუნქციონირებისათვის და საბოლოოდ ზღვებსა და ოკეანეებში ჩაედინება.

უფრო მეტი თვალსაჩნოებისათვის განვიხილოთ შემდეგი სურათი:

როგორც დიაგრამის მარცხენა ნაწილიდან ჩანს, დედამიწის წყლის 97%-ს წარმოადგენს ოკეანის ანუ მლაშე წყლები. ხოლო დიაგრამის შუა ნაწილი გვიჩვენებს, რომ დედამიწის წყლის 3% მტკნარ წყლებზე მოდის.

დაახლოებით 69% არსებობს ყინულოვანი სახით – ანტარქტიდაზე.

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ დარჩენილი მტკანარი წყლები (30.1%) მიწისქვეშა წყლებზე მოდის. დედამიწის მთელი მტკნარი წყლების მხოლოდ 0.3% წარმოადგენს ზედაპირულ წყლებს, კერძოდ კი მდინარეებსა და ტბებს.

დიაგრამა

დიაგრამა გვიჩვენებს, რომ მთლიანი წყლის რესურსების მხოლოდ 0,3% არის ადამიანისთვის სასარგებლო. მოცემული დიაგრამები გვაძლევს საშუალებას გავაანალიზოთ რომ (დიაგრამის ზედა მარჯვენა ნაწილი) დედამიწის წყლის მხოლოდ მცირე ნაწილი მოიხმარება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ერთი შეხედვით პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ წყალი შესაძლებელია გამოილიოს, მაგრამ დეფორსტაციის (ტყეების გაჩეხვა), გლობალური დათბობის, არასწორი სასოფლო მეურნეობის განვითარების შედეგად ადამიანი უფრო და უფრო მეტი რაოდენობით მოიხმარს წყალს და ყოველდღიურად მით უფრო ნაკლები რაოდენობით წყალია ხელმისაწვდომი.

მეცნიერთა გამოთვლებით:

• 1 მილიარდზე მეტ ადამიანს არ შეუძლია მიიღოს სუფთა სასმელი წყალი.

• 2.4 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს მძიმე სანიტარულ პირობებში (კანალიზაციის სისტემის არარსებობა, წყლის მიწოდების სისტემის არარსებობა)

• წინასწარი გათვლების მიხედვით, 2025 წლისათვის დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი დაიტანჯება წყლის ნაკლებობით.

დღეს ადამიანი ბევრად უფრო მეტ წყალს მოიხმარს, ვიდრე ეს იყო 100 წლის უკან. წყალი ფართოდ გამოიყენება

• სოფლის მეურნეობაში (მორწყვა),

• ინდუსტრიაში (გამათბობელი და გამაციებელი აგენტი)

• ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში (სასმელი, ჰიგიენა, სარეცხი, დასვენა და ა.შ.)

დღეს წყლის მოხმარება და დაბინძურება საკამაოდ სერიოზული პრობლემაა, რამაც კაციობრიობა შეიძლება კატასტროფის წინაშე დააყენოს.

წყლის ძირითადი დამაბინძურებელი არის ადამიანი თავისი საქმიანობით:

• სოფლის მეურნეობა

• მშენებლობა

• მრეწველობა

• ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება

კაცობრიობა დიდი ხნის მანძილზე ნარჩნებს ყრიდა მიწის ქვეშ. მრავალი ასეთი მიწისქვეშა ნაგავსაყრელი შესაძლოა გადაიქცეს მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაბინძურების წყაროდ. დამაბინძურებელი აგენტები აიტაცება ნიადაგში მოძრავი წყლის საშალებით და ხვდება მიწისქვეშA წყლებში, ჭებში, მდიანრეებში, ტბებში და სხვა ადგილებში საიდანაც წყალს მოვიხმართ სასმელ წყალს.

სასმელი წყლის ისტორია

განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდება ხდება ცენტრალური წყალმომარაგების საშუალებით ანუ მარტივად რომ ვთქვათ ე.წ. ონკანის საშუალებით. ნაკლებად განვითრებვულ ქვეყნებში კი წყლის მომარაგების პრობლემას აგვარებენ ჭის ან კიდევ დასახლებასთან მდებარე მდინარის ან ტბის საშუალებით. მიუხედავად ამისა, დღეს უმარავი ადამიანი კვლავ დგას წყლის მომრაგების პრობლემის წინაშე.

როცა ადამიანებმა დაიწყეს დასახლება მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე, ისინი არჩევდნენ ისეთ ტერიტორიებს, რომელიც ახლოს იყო მდინარესთან ან ტბასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა ჭის წყლით აგვარებდა წყლის მომარაგების პრობლემას.

როცა მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, ადამიანები იძულებულნი გახდნენ მოეფიქრებინათ წყლის მიწოდების ალტერნატიული გზა. პირველი წყალგაყვანილობა გაკეთდა ეგვიპტეში და სპარსეთში. შემდეგ ძველმა რომაელებმა გაიყვანეს ე.წ.  აკვედუკები, მაგრამ რომის ცივილიზაციის დაცემის შემდეგ ხალხმა მათი აღდგენა ვერ მოახერხა.

პირველი წყალგაყვანილობა ევროპაში შუა საუკუნეებში გაკეთდა და ხისგან იყო დამზადებული. იმ შემთხვევაში თუ დასახლებული ტერიტორიის მახლობლად არ იყო მდინარე ან ტბა ადამიანები წვიმის წყალს აგროვებდნენ, რომელსაც სასმელდაც იყენებდნენ.

საქართველოში დღემდე არის შემორჩენილი უძველესი წყალგაყვანილობის სისტემის ნაშთები, რომლებიც თიხით იყო დამზადებული. ამის მაგალითებია: უფლისციხე, ვარძია და სხვა.

დიდი ქალაქების პრობლემას წარმოადგნდა ის რომ, ქალაქის მოსახლეობის ერთი ნაწილი ნაგავს პირდაპირ წყალში ყრიდა, მაშინ როცა მოსახლეობის სხვა ნაწილი მას დასალევად მოიხმარდა. ეს კი მალე გახდა მიზეზი სხვადასხვა ინფექციური დავადებების გავრცელების, როგორიც არის მაგალითად ქოლერა, ტიფი და ა.შ.

სასმელი წყალი შეიძლება დაბინძურდეს არა მარტო საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, ასევე მილსადენისგანაც. თუ იგი ცუდი მასალისგან არის დამზადებული.

ზედაპირული წყლების დაბინძურება

ზედაპირული წყლები წარმოადგენს დედამიწის ბუნებრივ რესურს და ედამიწის ქერქის ექსტერიერს, ესენია: მდინარეები, ტბები, ნაკადულები, ზღვები და ოკეანეები. მათი დაბინძურება შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა გზით.

მიწისქვეშა წყლების დაბინძურება

დიდი რაოდენობით წყალი ასევე მიწის ქვეშ, რომელსაც მიწისქვეშა წყლები ეწოდება. მათი დაბინძურების ძირითადი წყაროა პესტიციდები, რომელიც ძირითადად მიწიდან ხვდება სასოფლოს სამეურნეო საქმინობების შედეგად.

ჯანმრთელობისთვის საშიში

წყლის ყოველგვარი დაბინძურება საშიშია როგორც ადამიანის, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობისათვის. დაბინძირებული წყლის მავნე ზემოქმედება შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდანარეობდეს. სხვადასხვა სახის დაბინძურება იწვევს სხვადასხვა დაავადებებებს:

• სამრეწველო ინდუსტრიაში მომხმარებული მძიმე მეტალები ჩამდინარე წყლების სახით აკუმულირდებიან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მდინარეებსა და ტბებში. მძიმე მეტალები წარმოადგნენ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომელიც იწვევს წყალში მობინადრე ცოცხალი ორგანიზმების მოწამლას (თევზები). შემდეგ კი ადამინების მოწამვლას მათი საკვების სახით მიღება.

• გარკვეულ ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიძლება ჰქონდეთ სუსტი ეფექტი, მაგრამ ზოგიერთი ტოქსიკური ნივთიერებები ზემოქმედება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს.

• ჩამდინარე წყლებში მიკრობიოლოგიური დამაბინძურებელბი იწვევენ სხვადსახვა იფექციურ დავადებებს, როგორიცაა ქოლერა, ტიფი და ა.შ.

• მჟავე წყლებში არსებული სულფატური ნაწილაკები ახდენენ წყლის ფაუნის დაზიანებას და მოწამვლას, რაც შესაძლოა სასიკვდილო შედეგით დასრულდეს.

• მტკნარ წყლებში შეწონილი ნაწილაკების არსებობა ამცირებს წყლის ხარისხს და ასევე საზიანოს ხდის წყლის ფაუნას. შეწონილი ნაწილაკები ამცირებს ასევე მზის სხივების შეღწევის უნარს ზედაპირულ წყლებში და ხელს უშლის ფოტოსინთეზის პროცესის მიმდინარეობას.

წყლის გაწმენის ორი გზა არსებობს:

წყლის ბუნებრივი გაწმენდა

ზედაპირული წყლები თვით გაწმენდას ექვემდებარებიან და ამ პროცესს თვით გაწმენდას უნარი ეწოდება. წყლის თვით გაწმენდის უნარს განაპირობებს მასში ბინადარი ცხოვლები. ისინი იკვებებიან სხვა მკვდარი ცხოველებით და მცენარეებით. წყლის გაწმენდის პროცესში ასევე აქტიურად მონაწილეობენ ბაქტერიებიც. ისინი იკვებებიან ორგანულ ნარჩნებით. ამისათვის კი მათ ჟანბადი სჭირდებათ, რომელიც წყალში ბუნებრივად არის. ჟანგაბიდის შემცირება კი იწვევს ბაქტერიების სიკვდილს და წყალის დაბინძურებას.

წყლის ხელოვნური გაწმენდა

პირველადი გაწმენდა – არის მექანიკური პროცესი, რომელიც ჩამდინარე წყალს ფილტრავს მყარი ნაწილაკებისაგან, ქვებისგან, ხის ტოტებისგან, ნაფლეთებისგან და ა.შ.

მეორადი გაწმენდა – არის ბიოლოგიური პროცესი ბაქტერიების გამოყენებით, რათა გაიწმინდოს ორგანული ნარჩენებისგან. ჩამდინარე წყლები მოთავსებულია დიდ ავზში და რამოდენიმე საათის განმავლობაში ერევა ბაქტერიებით სავსე მდიდარ ნალექს და ჟანგბადის ბუშტებს, რათა გაადვილდეს ორგანული ნარჩნების დეგრადაციის პროცესი.

ამის შემდეგ წყალი მიდის სალექარ ავზში, სადაც შეწონილი მყარი ნარჩნების და მიკროორგანიზმების უმეტესობა ილექება. ნალექი, რომელიც წარმოიშობა პირველადი და მეორადი გაწმენდის შედეგად, გადამუშავდება ანაერობულ პირობებში და შემდეგ დაიწვება, რის შემდეგ შესაძლებელია მათი ნაგავსაყრელზე გადაყრა ან სასუქად გამოყენება.

მეორადი გაწმენდის შემდეგ ჩამდინარე წყლები კვლავ შეიცავს სხვადასხვა სახის ნარჩენებს. მათი 70% შეიცავს ფოსფორის ნაერთებს, ნიტრატებს და ტოქსიკურ მძიმე მეტალებს.

საბოლოო გაწმენდა – წარმოადგენს ქიმიურ და ფიზიკურ პროცესს, რომელიც გულისხმობს პირველადი და მეორადი დამუშავების შემდეგ დარჩენილი ნარჩნებისგან გაწმენდას. ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია, ამიტომ ხშირად არ გამოიყენება ხოლმე. თუმცა, იგი მაინც ფართოდ გამოიყენება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი ნორვეგია და ა.შ.

ვინაიდან ყოველი ჩვენთაგანი მოიხმარს წყალს, ყველას მოვალეობას წარმოადგენს დავზოგოთ და დავიცვათ იგი. გამომდინარე აქედან, წყლის რესურსების გადარჩენის ორი ძირითადი პრინციპი არსებობს: დაზოგვა და დაცვა.

წყლის დაზოგვა სახლის პირობებში

• ჭურჭლის რეცხვის წინ, თეფშებს მოაცილეთ საჭმლის დიდი ნარჩენები

• არ გარეცხოთ ჭურჭელი გამდინარე წყლის ქვეშ, მოაგროვეთ წყალი ნიჟარაში. ეს დაზოგავს დასახარჯი წყლის ნახევარს მაინც

• ნიჟარას გაუკეთეთ სალექარი ხილისა და ბოსტნეულის რეცხვის დროს

• ცხელი ობიექტების გაგრილება წყლის ნაკადის ქვეშ წყლის უყაირათო ხარჯვაა

• სარეცხი მანქანა ჩართეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სავსე

• გამოიყენეთ საპონი და სათლი მანქანის გასარეცხად, ხოლო რეზინის მილი გამოიყენეთ მხოლოდ ბოლოს – გასავლებად

• ტერასები და აივნები გადარეცხეთ წვიმის წყლით, როცა წვიმს

• ეზოში ფოთლები ფოცხით მოაგროვეთ, არ გადარეცხოთ ის რეზინის მილით

• არ მორწყოთ ბაღი სასმელი წყლით. გამოიყენეთ ჭის ან დაგროვებული წვიმის წყალი

• მოერიდეთ მორწყვას ქარში და მცხუნვარე მზეში, ეს ის დროა როცა წყალი სწრაფად ორთქლდება

როგორ დავიცვათ წყალი დაბინძურებისაგან

ჭურჭლის სარეცხი სითხე და ფხვნილი

სარეცხი საშუალებები, რომლებიც დღესდღეობით იყიდება, ტოქსიკურია და კოროზიული. მათ სანაცვლოდ შესაძლებელია გამოვიყენოთ ძმარი, წყალი ან სოდა.

მინის საწმენდი საშუალებები

მინის საწმენდი საშუალებებიც ტოქსიკური და კოროზიულია. საოჯახო საშუალებები, როგორიცაა მაგალითად თბილი წყალი და ძმარი, უფრო უსაფრთხო ალტერნატივაა.

კანალიზაციის საწმენდი საშუალებები

ეს პროდუქტებიც ძლიერ ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, რომელმაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს წვა. შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალსატუმბი ან მავთული გაჭედილი მილის გასაწმენდად.

მათეთრებელი საშუალებები

მათეთრებელი საშუალებებიც ტოქსიკურ ელემენტებს შეიცავს. მათ მაგივრად შესაძლებელია სოდისა და ძმრის გამოიყენება.

სარეცხი გელი და ფხვნილები

მათაც ძლიერი ტოქსიკური შემადგენლობა აქვთ. შეცვალეთ ისინი სოდით.

როგორ დავზოგოთ წყალი 

• შევაკეთოთ წყლის მილები, იმისათვის რომ არ მოხდეს წყლის დაკარგვა გზაში

• სოფლის მეურნეობაში გამოვიყენოთ მორწყვის „წვეთოვანი“ სისტემა, იმისათვის რომ შევამციროთ წყლის დანაკარგი

• ავაშენოთ წყლის გამწმენდი სისტემა, სადაც კი შესაძლებელია

• საწარმოებში დაინერგოს წყლის “ცირკულაციის” სისტემა (როდესაც საწარმო ტექნიკური მიზნებისათვის იყენებს ერთხელ უკვე გამოყენებულ და გაწმენდილ წყალს).

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები – საქართველო

საქართველო, 0112, თბილისი; დ. აღმაშენებლის გამზ. 182, მუშთაიდის ბაღი.

ტელ/ფაქსი: 35-50-69; ელ-ფოსტა: info@greens.ge; ინტერნეტი: www.greens.ge

 ______________________________________