აქტივირებული წყალი

წყალი

ელექტროქიმიური ზემოქმედების პროცესში ხდება წყლის ბიოლოგიური (სტრუქტურული) აქტივიზაცია (სტრუქტურის მიხედვით ასეთი წყალი მოგვაგონებს ნადნობ წყალს).

აქტივირებულ წყალს”  აქვს მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებები, ორგანიზმიდან ბიოლოგიური შლაკების გამოდევნის უნარი და იცავს მის გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან.  გაივლის რა წყალგამტარ მილებს წყალი იძენს ნეგატიურ ენერგიას, რომელიც ნერვული აშლილობების და დაავადებების წარმოშობას უწყობს ხელს.
აქტივირებული წყლის სამედიცინო-ბიოლოგიური გამოცდის მონაცემების მიხედვით დადგინდა:

  • აქტივირებული წყალი ახდენს ენერგეტიკული ბალანსის და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობის ნორმალიზებას.
  • აქტივირებული წყალი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
  • აქტივირებული წყალიაძლიერებს იმუნიტეტს.
  • აქტივირებული წყალიაუმჯობესებს უჯრედთა მემბრანების მუშაობას და მკვეთრად ანელებს ადამიანის ორგანიზმის დაბერების პროცესს.
  • აქტივირებული წყალიაჩქარებს ტოქსინების და ბიოლოგიური შლაკების გამოდევნის პროცესს ორგანიზმიდან.
  • აქტივირებული წყალიაჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და ხელს უწყობს ოპერაციის შემდგომ ნაწიბურის გაწოვას.
  • აქტივირებული წყალიკარგად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი სისტემების ცხოველმოქმედებაზე.
  • აქტივირებული წყალიზრდის სასიცოცხლო ტონუსს და გამოიყენება სტრესების და გადაღლის მოსახსნელად.
  • აქტივირებული წყალიაძლიერებს და ტონუსს მატებს ორგანიზმს.
  • აქტივირებული წყალიხელს უშლის ალერგიული რეაქციებს და დერმატიტებს, ამცირებს მათ ინტენსივობას.
  • აქტივირებული წყალი ხელს უწყობს დაგროვილი მარილების გამოდევნას ორგანიზმიდან და ამცირებს ძვალ-სახსრების ტკივილს.
  • აქტივირებული წყალი გამოიყენება თმის და კანის მოსავლელად. “ აქტივირებული წყალი”  წარმატებით გამოიყენება კოსმეტოლოგიასა და დერმატოლოგიასი.
  • აქტივირებული წყალიიყენებენ პედიატრები ჩვილების დასაბანად და მრავალი დაავადებებისაგან მათ დაასცავად.
  • აქტივირებული წყალიგამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში, განსაკუთრებით გავრცელებული დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის. ასეთი დაავადებებია: სალმონელოზი, დიზენტერია, სებორეა, ეგზემები, საშვილოსნოს ყელის ეროზიები, წყლულოვანი დაავადება, სტომატიტები, ვირუსული ჰეპატიტი, ქრონიკული ბრონქიტი, ალერგოდერმატიტები, ანგინა, ტონზილიტი, ნეფროლოგიური დაავადებები.

კიდევ რა შეუძლია აქტივირებუ წყალ” ?

  • თუ ამ წყლისაგან ყინულის კუბებს დაამზადებთ და ამით კანს გაიწმენდავთ, მალე იგრძნობთ, რომ თქვენი კანი ელასტიური გახდება და გაახალგაზრდავდება.
  • მნიშვნელოვნად იზრდება წამლების შეთვისების უნარი თუ ამ წყლით დალევთ წამალს.
  • თუ “აქტივირებულ წყალს”  გამოიყენებთ სახის მოსავლელი საშუალებების, ნახარშების და ნიღბების მოსამზადებლად, ისინი უფრო აქტიურნი ხდებიან.
    გამოიყენეთ ეს წყალი ჩვილების დაბანისას. ეს მათ ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს.
  • აქტივირებული წყალი”  ამცირებს ნალექს ჩაიდნებში, ყავის მადუღარებშივა წყლის გამაცხელებელ ხელსაწყოებში. ამ წყლით მომზადებული ჩაი ან ყავა უფრო არომატული და გემრიელია.
  • აქტივირებულ წყალში ხარშვისას პროდუქტი უფრო სწრაფად მზადდება, რაც მათში სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

წყლის სტრუქტურული და ენერგეტიკული ცვლილებები აქტივაციის პროცესში

ნებისმიერი ორგანიზმის ცხოველმოქმედებას უზრუნველყოფს ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები, ანუ ისეთი რეაქციები, რომლებიც ხორციელდება ელექტრონების გაცემა-მიერთებით. ამ რეაქციების მიმდინარეობისას გამოყოფილი ენერგია ორგანიზმის უჯრედთა შენარჩუნებასა და რეგენერაციას ხმარდება. ნებისმიერი თხევად არეში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების პარამეტრების რეგულაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ელექტრონების აქტიურობა, ანუ სხვაგვარად ამ გარემოს ჯანგვა-აღდგენითი პოტენციალი.

ადამიანის ორგანიზმის შიგა არის ჟანგვა-აღდგენითი  პოტენციალი, რომელიც გაზომილია პლატინის ელექტროდზე ქლორ-ვერცხლის ელექტროდთან შეფარდებით, ნორმაში ყოველთვის ნულზე ნაკლებია,  ანუ უარყოფითი მნიშვნელობა აქვს და ცვეულებრივ -100-დან -200-მდე მილივოლტის (მვ) ფარგლებშია. სასმელი წყლის ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი, რომელიც ასეთივე წესითაა განზომილი, პრაქტიკულად ყოველთვის ნულზე მეტია და ჩვეულებრივ +100-დან +400-მდე მვ ფარგლებშია.  ეს დამახასიათებელია ყველა ტიპის სასმელი წყლისათვის, რომელიც მოედინება მსოფლიოს ყველა ქალაქის წყალგამტარ მილებსა და ონკანებში, რომელიც მიიღება შექცევითი ოსმოსის დანადგარებში და სხვადასხვა დიდ და მცირე წყალგამწმენდ სისტემებში.

ორგანიზმის შიგა არის და სასმელი წყლის ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალის შორის აღნიშნული განსხვავება უჩვენებს,რომ ადამიანის ორგანიზმის შიგა არეში ელექტრონების აქტიურობა მეტია, ვიდრე სასმელი წყლის ელექტრონებისა. ელექტრონების აქტიურობა ორგანიზმის შიგა არის მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს, რადგან პირდაპირ არის დაკავშირებული ცხოველმოქმედების ფუნდამენტურ პროცესებთან. ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი, როგორც ელექტრონების აქტიურობის მაჩვენებელი, ბიოლოგიური სისტემების ელექტროაქტიური კომპონენტების ფუნქციურ თვისებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. როდესაც ჩვეულებრივი სასმელი წყალი ადამიანის (ან სხვა) ორგანიზმში აღწევს, ის ქსოვილებს და უჯრედებს, რომლებიც 80-90% წყლისაგან შედგებიან, ელექტრონებს ართმევს, რის შედეგადაც ორგანიზმის ბიოლოგიური სტრუქტურები (უჯრედული მემბრანები, უჯრედის ორგანელები, ნუკლეინის მჟავები და სხვა) ჟანგვით რღვევას განიცდის. ამგვარად ორგანიზმი ცვდება, ბერდება, მნიშვნელოვანი ორგანოები კარგავენ თავის ფუნქციებს, მაგრამ ეს ნეგატიური პროცესები შეიძლება შენელდეს, თუ ორგანიზმში სასმელსა და საჭმელთან ერთად ხვდება წყალ, რომელსაც ორგანიზმის შიგა არისათვის დამახასიათებელი თვისებები გააჩნია, ანუ აქვს დამცველი აღმდგენი თვისებები. ეს მტკიცდება რუსეთის და საზღვარგარეთის ქვეყნების სპეციალიზებული სამედიცინო ცენტრების მრავალრიცხოვანი გამოკლევებით. იმისათვის, რომ ორგანიზმმა ნივთიერებათა ცვლის პროცესებისათვის ოპტიმალურად გამოიყენოს წყალ, რომელსაც დადებითი ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი გააჩნია, მისი ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის შიგა არის ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალს. ორგანიზმში წყლის ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალის აუცილებელი ცვლილება უჯრედული მემბრანების ელექტრული ენერგიის ხარჯვის ხარჯზე ხდება. ანუ ყველაზე მაღალი ხარისხის ენერგია, რომელიც ფაქტიურად საკვები ნივთიერებების ტრანსფორმაციის ბიოქიმიური ჯაჭვის საბოლოო პროდუქტს წარმოადგენს. თუ ორგანიზმში მოხვედრილი სასმელი წყლის ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი ახლოა ადამიანის ორგანიზმის შიგა არის ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალთან, მაშინ უჯრედის მემბრანების ელექტრონული ენერგია (ორგანიზმის სასიცოცხლო ენერგია) არ იხარჯება წყლის ელექტრონების აქტიურობის მოწესრიგებაზე და წყლის შეთვისება დაუყონებლივ ხდება, რადგან ამ პარამეტრის მიხედვით ბიოლოგიურად შეთავსებადია.

თუ სასმელ წყალ უფრო უარყოფითი ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი აქვს, ვიდრე ორგანიზმის შიგა არის ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალია, მაშინ ის კვებავს მას ამ ენერგიით, რომელსაც უჯერდები იყენებენ, როგორც გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის ენერგეტიკულ რეზერვს.

სტატია „აქტივირებული წყალი აღებულია საიტიდან  http://watercure.ge/activewatere_ge.html

___________________________________________________________________