თბილისის მინერალური წყლების ბაზარი – მომხმარებლის არჩევანი

წყალი..

სტატია  აღებულია  http://ibr.iliauni.edu.ge/index.php/ge/13-research/27-2012-04-19-04-19-10

ილიაუნი ბიზნეს რევიუმ მოამზადა კვლევა სახელწოდებით, ,,თბილისის მინერალური წყლების ბაზარი – მომხმარებლის არჩევანი”.

კვლევის – მიზანია გამოავლინოს თბილისში პოპულარული მინერალური წყალი, რომელ ბრენდს ანიჭებს მომხმარებელი უპირატესობას. კვლევა ჩატარდა 10-20 მარტის პერიოდში და შესწავლილი იქნა ,,პოპულის” ქსელის 15 სავაჭრო ობიექტი, თბილისის 11 რაიონში.

თითოეულ სავაჭრო წერტილში დაფიქსირებული იქნა 65–75 ადამიანის არჩევანი, რომელი ბრენდის პროდუქცია ჰქონდა შეძენილი.

კვლევა არ ითვალისწინებს გაყიდვების რაოდენობას, დაფიქსირებულია მხოლოდ მომხმარებლის არჩევანი.

სულ თბილისის მასშტაბით შესწავლილი იქნა 1054 ადამიანი არჩევანი თბილისის მასშტაბით. შედეგები დალაგებულია ბრენდების, თბილისის რაიონების, სქესის და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

კვლევაში ჩართული იყო ხუთი ადგილობრივი ბრენდი – ნაბეღლავი, ლიკანი, ბორჯომი, საირმე და ფლატე. ასევე ერთ–ერთი პუნქტი იყო უცხოური წარმოების მინერალური წყალი.

შედეგები და დასკვნები

– კვლევის შედეგების მიხედვით ,,პოპულის” ქსელში პოპულარული მინერალური წყალი არის ,,ნაბეღლავი”, შემდეგ მოდის ,,ლიკანი” და ,,ბორჯომი”.  ,,ფლატეს” და ,,საირმეს” უმნიშვნელო წილი უჭირავთ.

ნაბეღლავი – 43.8%;
ლიკანი – 39%;
ბორჯომი – 16.1%;
საირმე – 0.8%;
ფლატე – 0.3%;

– თბილისის 11 რაიონიდან 8–ში ნაბეღლავი ლიდერობს (ვაკე – 45%, საბურთალო – 44%, დიდუბე – 43%, გლდანი – 60%, დიდი დიღომი –51%, ნახალოვკა – 47%, ვერა – 39%, თავისუფლების მოედანი – 48%), სამ რაიონში ლიკანი (დიღმის მასივი –44%, ორთაჭალა –42%, ვარკეთილი – 58%); ბორჯომი ყველა შემთხვევაში მესამე პოზიციაზე ფიქსირდება, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დიდუბეში და ვერაზე დაფიქსირდა – 25%; ფლატე დაფიქსირდა მხოლოდ დიდუბეში, საირმე – საბურთალოზე და ორთაჭალაში.

– აღმოჩნდა რომ მომხმარებლების უმრავლესობა მინერალური წყლის ყიდვისას ყიდულობს მინერალურ წყალს და არა რომელიმე ბრენდს.

– მინერალურ წყალს ხშირ შემთხვევაში ყიდულობენ მამაკაცები, ვიდრე ქალები, ქალების სიმპათიას უფრო მეტად ,,ლიკანი” იმსახურებს.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით – ნაბეღლავს უფრო მეტი 24–35 წლის ასაკის ქალები და 50 წელზე ზევით კაცები ყიდულობენ, ლიკანს უფრო ხშირად – 24 წლადე ქალები და 50–წელზე მეტი ასაკის კაცები, რაც შეეხება ბორჯომს – ყველაზე ხშირად 24–35 წლის ქალები და 24 წლამდე კაცები.

– კვლევის პროცესში დაფიქსირდა რომ უცხოელები ყიდვისას ბორჯომს ანიჭებენ უპირატესობას. ,,ფლატეს” კი ძირითადად სამკურნალო მიზნით ყიდულობენ, თუმცა მისი ცნობადობა ძალიან დაბალია.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..