ლაშიჭალა

წყალი

 ..

ლაშიჭალა – ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი ცაგერის რაიონში, მდინარე ლაჯანურის ხეობაში, ზღვის დონიდან 800 მ. ჰავა რბილია, თითქმის უთოვლო ზამთარი და თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული იცის. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული მაგნიუმ-კალციუმიანი მინერალური წყალი. წყლის მინერალიზაცია – 0,8-1,2გ/ლ, ტემპერატურა 13-15°C, საერთო დებიტი – დაახლოებით 12000 ლდღე-ღამეში. იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის.

სამედიცინო ჩვენება – საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი. ლაშიჭალაში არის სააბაზანო შენობა, საექიმო პუნქტი. სეზონი – ზაფხულის თვეები.

 აღებულია: http://waters-of-georgia.blogspot.com/p/v-behaviorurldefaultvml-o.html