ცივი წყალი

ცივი წყალი

წყალი

,,ცივი წყალი” მოიპოვება საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში, იგი წარმოიქმნება ცივგომბორის მთებში, გადის ბუნებრივ ფილტრაციას და მოიპოვება 200 მეტრი სიღრმიდან. წყალი უნიკალურია და გამოირჩევა გემოვნური თვისებებით. გაუფილტრავ წყალზე ჩატარებული ლაბორატორიული ექსპერტიზის შედეგად მასში არ აღმოჩნდა სტანდარტებით გაუთვალისწინებელი არცერთი ბაქტერია, რამაც ერთგვარი გაკვირვება გამოიწვია ექსპერტებში. წყალი მდიდარია ელექტროლიტებით (Mg, Ca, Na), რომელიც ძირითადი ფასეულობაა სასმელი წყლისთვის, აღნიშნული კი უპირატესობას ანიჭებს მას კონკურენტებთან მიმართებაში. ერთგვარი სიახლეა ისიც, რომ ,,ცივი წყალი” პირველი კახური წყალია ქართულ ბაზარზე. მომხმარებელი ვინც უკვე მიირთვა “ცივი წყალი” თითქმის ერთიდაიგივე შეფასებას აკეთებს და ყურადღებას ამახვილებს მის გემოვნურ თვისებებზე, რაც გამოწვეულია ელექტროლიტების და სხვა ბუნებრივი მინერალების ზომიერი შემცველობით.