ძუძუს წყარო

ძუძუს წყარო

სვეტისცხოვლის კრების ეკლესიის  პირდაპირ, არაგვის მდინარის გაღმა, წმინდაჯვარის ეკლესიის სამხრეთით, ძირს, შორიდან მოჩანს კლდესა ზედა მცირე ხეობა ფრიად ფურცლოვანი. შუა კლდეში გამოქვაბულ არს მცირე ეკლესია, რომელიც ნახევარი ყოფილ არს ნაშენი აწ დარღვეული წმინდა მოციქული ნინოსი. იმ ეკლესიის ძირში კლდიდან გამოდის მცირე წყარო, ფრიად მშვენიერის გემოსი, რომელსა უწოდებენ ძუძუს წყარო. წყარო ესე არს გამოთხოვილი წმინდა ნინოს ცრემლით ოდენ დაემალა ნეტარი ამ ქვეყნის ამაო დიდებასა. რომელთა დედათა მშობიერობის შემდეგ დაეშრიტების ხოლმე რძე, მივლენან ამ წყაროსთან, უთევენ მოწიწებით ღამესა იმ ეკლესიის გვერდზე და შემდეგ მხურვალი სალოცვისა წმინდა ნინოს მიერ მიეცემის ხოლმე რძე ყრმათათვის …

 აღებულია: http://waters-of-georgia.blogspot.com/p/v-behaviorurldefaultvml-o.html

_____________________________

გადასვლა >>>> წყალი

..