წყალი სნო

წყალი სნო 

წყალი

სნო! კამკამა და გემრიელი  წყალია, რომელიც მთებში იბადება, შემდეგ  დაბლა ბარისკენ ეშვება და მუხრანის ველის ქვეშ წყლის აუზს ქმნის. კომპანია „აქვა გეოს“ ქარხანაც სწორედ აქ მუხრანის ველზე მოიპოვებს მას.

წყლის მოპოვება 150 მეტრის სიღმიდან ხდება. წყლის რესურსი მიწის ზედაპირიდან  4 წყალგაუმტარი შრით არის იზოლირებული და ამის გამო  ის ნატურალურად არის დაცული ნებისმიერი სახის დაბინძურებისგან.

მინერალიზაცია და ინგრედიენტები

სასმელი წყლის ხარისხი, მისი თვისებები და შემადგენლობა განსაზღვრულია ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებული საერთაშორისო სტანდარტით.

კომპანია “აქვა გეო” აღჭურვილია უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით და ლაბორატორიით, სადაც სისტემატიურად მოწმდება ნედლეულისა და პროდუქციის ხარისხი. წყალი „სნო“ სრულად აკმაყოფილებს, როგორც ქართული, ასევე ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს.

ქარხნის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ხელსაწყო-დანადგარებით, რომელიც საშუალებას იძლევა ჩავატაროთ როგორც ქიმიური, ასევე მიკრობიოლოგიური გამოკვლევა ევრომოთხოვნების შესაბამისად.

ლაბორატორიაში დანერგილია კვლევის საერთაშორისო სტანდარტული მეთოდები – ISO. შექმნილია და უკვე დანერგვის პროცესშია სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა – HACCP.

ლაბორატორია მუდმივად ამოწმებს წყლის ხარისხს, მკაცრად აკონტროლებს ჩამოსხმის პროცესს, რაც გარანტია იმისა, რომ წარმოებული წყალი იქნება  ხარისხიანი და შეინარჩუნებს ბუნებით ბოძებულ, უნიკალურად დაბალანსებულ, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ შემადგენლობას.

სნო მდიდარია ყველა იმ აუცილებელი ელემენტით, რომელიც რეკომენდებულია  ფრეზენიუსის ჯანდაცვის ჯგუფის Fresenius Health Care Group მიერ ბავშვებისათვის ჩვილობის ასაკიდან, როგორც სასმელად, ისე საკვების მოსამზადებლად.

მინერალიზაცია /:    0,23 – 0,35 

ძირითადი იონური შემადგენლობა, მგ/:

 

 pH 6,5 – 8,5

ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტებით.
 

_________________________________________