ავადჰარა

ავადჰარა 

წყალი

,,ავადჰარა” –  სამკურნალო მინერალური წყალი აფხაზეთში (მდინარე ავადჰარის ხეობა). ქ. გაგრიდან 90კმ, ზღვის დონიდან 1650 მ, „ ავადჰარის“ წყაროები მცირე დებიტიანია (0,02-0,05 ლ/წმ) და დაბალი ტემპერატურა აქვს (7-9 °C). „ ავადჰარის“ წყაროები შეიცავს ნახშირმჟავა აირს (1,8 გ/ლ-მდე);
ავადჰარის“ წყაროები განეკუთვნება ჰიდროკარბონატულ ნატრიუმ-კალციუმიან წყლებს. მინერალიზაცია — 2,4 გ/ლ. ბურღვის შედეგად ღრმა ჰორიზონტებიდან ამოყვანილია დიდი რაოდენობის მაღალმინერალიზებული (17,7გ/ლ) სოდიანი წყალი.
ავადჰარის“ ტიპის წყლის ჯაშური დებიტია 7 ლ/წმ (600 000 ლ/დღ.-ლ). ამოდის ლიასური ასაკის ფიქლებში ტექტონიკური ნაპრალებიდან, ერევა ვულკანური კერებიდან ამომავალ ნახშირმჟავა აირს და აგრესიული ხდება. ასეთ წყალსა და ქანებს შორის მიმდინარე რთული ფიზიკურ-ქიმიური პროცესების შედეგად წყალი მდიდრდება სოდითა და სხვა ნივთიერებებით.
ავადჰარა“ იხმარება კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, შარდსადენი გზების, ნივთიერებათა ცვლისა და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ.

 ____________________________________

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..