მიტარბი

მიტარბი 

წყალი

მიტარბი — ნახშირორჟანგიანი და კაჟმჟავიანი ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს ბორჯომის რაიონში მდინარე მიტარბულის (გუჯარეთის წყლის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ქიმიური შედგენილობა CO21,1 H2SiO3 0,08  T 20°C. საბადო დაკავშირებულია შუა ეოცენური ასაკის ვულკანოგენურ წყებასთან. დებიტი 100-110 ათ. ლ/დღ-ღ. ასხამენ ბოთლებში, წელიწადში (1980) 38 მლნ. ბოთლის (0,5 ლ). სამკურნალო თვისებებით „საირმის“ № 1 წყაროს წყლის მსგავსია.

________________________________________