სქური

სქური 

წყალი

სქური – სულფატურ-ქლორიდული ნატრიუმ-კალციუმიანი სამკურნალო მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე აბანოსღელის (ჭანისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ქიმიური შედგენილება:

 

საბადო დაკავშირებულია შუა- და ზედაიურულ, ცარცულ და პალეოგენურ ნალექებთან. წყალი ჭაბურღილით არის ამოყვანილი შუაიურული (ბაიოსური) ვულკანოგენური ქანებიდან. დებიტი 60-65 ათ. ლ/დღ-ღ. წარმოებს წყლის ჩამოსხმა ბოთლებში; სამედიცინო ჩვენება – საჭმლის მომნელებელ ორგანოთა, საყრდენ-სამოძრაო აპარატისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.

 ___________________________________