წყალტუბო

წყალტუბო

წყალი

წყალტუბომ  შორს გაითქვა სახელი. წყალტუბოს  მინერალური წყლები განეკუთვნებიან სუსტადრადონულ (1-2,7 ნკ/ლ ან 3; 7,5 მახეს ერთეული ან 40-100 ბკ.)      ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატურ, ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიან წყლებს.
წყალტუბოს წყლის  ბუნებრივი ტემპერატურა (33-350С) საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ის წინასწარი შეთბობის გარეშე.

კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ ტექნიკას. აბაზანის მიღების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, (ანუ მინერალური წყალი პროცედურის დასრულებამდე განუწყვეტლივ შემოედინება აბაზანაში და გადაედინება), რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას.