ჰიპონატრემია – წყლით მოწამვლის საფრთხის შესახებ

ჰიპონატრემია – წყლით მოწამვლის საფრთხის შესახებ 

წყალი

აღებულია საიტიდან  http://www.fitni.ge. Seo-ოპტიმიზებულია წინამდებარე საიტის ადმინისტრაციის მიერ 

წყლის მიღებას ვარჯიშის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვა დეჰიდრატაციას (გაუწყლოვანება) იწვევს, რომელსაც არასასიამოვნო და არასასურველი შედეგი აქვს. თუმცა წყლის მიღება სწორედ და ზომიერად უნდა მოხდეს, რადგან არსებობს სხვა საფრთხეც, რომელსაც ჰიპონატრემია ეწოდება, ანუ ჭარბი წყლის რაოდენობით მოწამვლა. ის უმეტესად იმ სპორტსმენებს ემუქრებათ, ვისაც ხანგრძლივი დროის მანძილზე დიდი და მაღალინტენსიური დატვირთვების მიღება უწევთ.

ჰიპონატრემიას წყლით მოწამვლას უწოდებენ. მას ჭარბი რაოდენობის სუფთა წყლის მოხმარება იწვევს, რომელიც სისხლში ნატრიუმის დაბალი კონცენტრაციის მიზეზი ხდება.

ხანგრძლივი და ჭარბი ოფლის გამოყოფა ზრდის სისხლში ნატრიუმის ბალანსის დარღვევის რისკს. ნატრიუმის დაკარგვა ხდება ოფლთან ერთად, ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტია მათთვის ვინც ხანგრძლივი დროის მანძილზე მაღალინტენსიურ ვარჯიშს ეწევა და არ აქვს ამ დანაკარგის ანაზღაურების დრო.

კვლევებით დადგინდა, რომ ხანგრძლივი მძიმე დატვირთვების შედეგად, მაგალითად ისეთი როგორიც ტრიატლონია, სპორტსმენებს ფინიშზე სისხლში ნატრიუმის დაბალი კონცენტრაცია აღენიშნებოდათ. ჰიპონატრემიის რისკის ჯგუფში აღმოჩნდნენ ის სპორტსმენებიც, ვინც ჭარბი რაოდენობით წყალი მიიღო შეჯიბრების წინა დღეს, ისინი ვინც ჩერდებოდნენ წყლის დასალევ პუნქტებში და იღებდნენ ჭარბი რაოდენობის სითხეს. 2005 წელს ახალი ინგლისის სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევების შედეგად ბოსტონის მარათონის მონაწილეების 13% დიდი რაოდენობით წყლის სმის შედეგად ჰიპონატრემია განუვითარდა.

ჰიპონატრემიის მიზეზები

მაღალი ინტენსივობის დატვირთვის დროს, ნატრიუმი ოფლთან ერთად გამოიყოფა. სპორტსმენებს, რომლებიც დაკარგული სითხის მხოლოდ წყლის საშუალებით ანაზღაურებას ცდილობენ, სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის დონე უმცირდებათ. შესაბამისი ნატრიუმის ბალანსი კი აუცილებელია ნერვული იმპულსების გადაცემისთვის და კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ხოლო მისი კონცენტრაციის დონის შემცირებას კი პრობლემების გამოწვევა შეუძლია. როგორც კვლევები აჩვენებს მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის დროს სპორტსმენებს შეუძლიათ ერთი ლიტრი ოფლის რაოდენობასთან ერთად 2 გრამი ნატრიუმის მარილის დაკარგვა შეუძლიათ. ამ დანაკარგის შევსება მნიშვნელოვანია ვარჯიშისთვის და ორგანიზმის უსაფრთხოებისათვის.

ჰიპონატრემიის სიმპტომები

ჰიპონატრემიის სიმპტომები ხშირად წააგავს დეჰიდრატაციის სიმპტომებს და სპორტსმენს შეიძლება აღენიშნებოდეს გულისრევა, კუნთების სპაზმი, დეზორიენტაცია, მეტყველების დარღვევა და არევა. ასეთ დროს ათლეტები ხშირად შეცდომით იწყებენ წყლის სმას, რადგან თვლიან რომ მოხდა ორგანიზმის დეჰიდატაცია. სამწუხაროდ, წყალი ჰიპონატრემიის პრობლემას უფრო ამწვავებს. ჰიპონატრემიის ექსტრემალური შემთხვევების დროს სპორტსმენს შეიძლება დაემუქროს შეტევის, კომის ან სიკვდილის საფრთხეც კი.

ჰიპონატრემიის მკურნალობა

ჰიპონატრემიის პირველი ნიშნებისთანავე სპორტსმენმა უნდა დალიოს ნატრიუმის შემცველი სპორტული სასმელები ან ჭამოს მარილიანი საკვები. იდეალურია, თუ სპორტსმენი წინასწარ დაგეგმავს კვებას, შეაფასებს სავარაუდო სითხის დაკარგვას და ვარჯიშის პერიოდში შესავსებად საჭირო ნატრიუმის რაოდენობას. თუ ჰიპონატრემიის ნიშნები მწვავეა, პროფესიონალური სამედიცინო ჩარევა აუცილებელია.

ჰიპონატრემიის პრევენცია

ჰიდრატაციის რეკომენდაციები შემდეგია:

– რა რაოდენობის წყლის დალევა შეიძლება? დაითვალოთ წყლის მოცულობა მარტივი ფორმულის მიხედვით.

– გამოიყენეთ ნატრიუმის შემცველი სპორტული სასმელები დიდ დისტანციაზე ან მაღალ ინტენსიური ვარჯიშის დროს (60-90 წუთზე მეტი)

– გაზარდეთ მარილის მიღება შეჯიბრების (ვარჯიშის) წინა დღეებში (გარდა მაღალწნევიანობის შემთხვევისა).

– ნუ დალევთ იმაზე მეტი რაოდენობის წყალს, ვიდრე ოფლს გამოყოფთ.

– მარათონის დროს დალიეთ ყოველ 20 წუთში 1 ჭიქა სითხე.

– ვარჯიშის (შეჯიბრების) წინ არ გამოიყენოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც აკავებენ ნატრიუმს. როგორც კვლევები აჩევენს მსგავს წამლებს ჰიპონატრემიის განვითარების გამოწვევა შეუძლიათ.

მხედველობაში იქონიეთ, რომ ყველა სპორტსმენი სხვადასხვაგვარად რეაგირებს ვარჯიშზე, სითხის და ნატრიუმის საჭიროება კი ამის მიხედვით განისაზღვრება. საკვები, რომლებიც ნატრიუმის დამატებით დოზას უზრუნველყოფენ არის – ქათმის სუპი ატრიასთან ერთად, კამის მწნილი, ყველი, მარილიანი კრენდელი და ტომატის წვენი.

 
_________________________________

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..