ბახმარო

ბახმაროს სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

ბახმარო – ადმინისტრაციული მდებარეობა – ჩოხატაურის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა -– მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედის (მცირე კავკასიონის სისტემა) ფერდობები, მდ. ბახვისწყლის ხეობა. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1913-1990 მ
რელიეფი – მთაგორიანი
ბახმარო – კლიმატი – საშუალო მთის (ზედა სარტყელი) და ზღვის ჰავის შეხამება. ზამთარი ცივი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 5,50C. თოვლის საფარი ძალიან მაღალი (ზოგიერთ წლებში 4-5 მ-ს აღწევს), რჩება 6 თვემდე. ზაფხული ზომიერად გრილი და ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 13,40C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1500-1600 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 73%
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2050-2200 საათი.
ბახმარო – ფლორა – წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი) ტყეები, რომლებიც ფერდობებზე ზემოთ იცვლება სუბალპური მდელოებით
ბახმარო – ბუნებრივი სამკურალო ფაქტორი: ზღვის ჰავასთან შეხამებული საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა
მკურნალობის სახეობები: პასიური და აქტიური (ჰაერისა და მზის აბაზანები) კლიმატოთერაპია

>> საქართველოს კურორტები

.

.

Share this...Share on Facebook
Facebook