ამაღლება

ამაღლების სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

ამაღლების  ადმინისტრაციული მდებარეობა – ვანის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – იმერეთის დაბლობი, მდ. რიონის მარცხენა ნაპირი. სიმაღლე ზღვის დონიდან – 104 80 მ. რელიეფი – ვაკე.

ამაღლების კლიმატი – ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4,10C. ზაფხული ძალიან თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23,10C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1600-1800 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 78%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2100 – 2200 საათი.

ამაღლების  ფლორა – ფოთლოვანი (მუხა, რცხილა, ვერხვი, იფანი და სხვ.) ტყეები, ხეხილის ნარგავები
ამაღლების ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: თერმული (ტემპერატურა 400C  – 410C), ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 10,3 გ/დმ3, რომელიც შეიცავს გაზრდილი რაოდენობით ჰიდროკარბონატს, კალციუმს და კაჟმჟავას.

მკურნალობის სახეობა ამაღლებაში – მინერალური წყლის აბაზანები.

>> საქართველოს კურორტები

.
.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..