D ჰიპოვიტამინოზი

D ჰიპოვიტამინოზი

D ვიტამინის (ქოლეკალციფეროლი) უკმარისობა ძირითადად გვხვდება  ადრეული ასაკის ბავშვებში  და ვლინდება რაქიტი კლინიკით. D ჰიპოვიტამინოზისას მნიშვნელოვნად იცვლება ორგანიზმში მინერალების ცვლა, სისხლში მცირდება კალციუმისა და  ფოსფორის შემცველობა.

კლინიკური სურათი

რაქიტი  კლინიკური სურათი ხასიათდება ძვლოვანი აგებულების დარღვევით- ფერხდება ოსტეოგენეზის ადგილებში  ხრტილოვანი ქსოვილის გარდაქმნა ძვლოვან ქსოვილად, ამ ქსოვილებში სინთეზური პროცესების დაქვეითების შედეგად. ამ ცვლილებების განვითარებამდე ბავშვს უვითარდება ადრეული სიმპრტომები – მადის გაუარესება, ადვილად გაღიზიანებადობა, ცუდი ძილი, კანის სიფერმკრთლე, ოფლიანობა, ტირილის მომატება და სხვ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
..