ანაკლიის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.
ანაკლიის ადმინისტრაციული მდებარეობა – ზუგდიდის რაიონი.
ანაკლიის გეოგრაფიული მდებარეობა – შავი ზღვის სანაპირო ზოლი, კოლხეთის დაბლობის დასავლეთი ნაწილი. სიმაღლე ზღვის დონიდან – 3 მ. რელიეფი – ვაკე
კლიმატი – ზღვის ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო
იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5,40C. ზაფხული ძლიერ თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 22,90C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1400-1680 მმ. ჰაერის საშუალო 120 წლიური ფარდობითი ტენიანობა – 70%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2000-2100 საათი.
ანაკლიის ფლორა – ციტრუსების ბაღები, ხეხილის ნარგავები
ანაკლიის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ჰაერი, ზღვის წყალი, პლაჟის ქვიშა.
მკურნალობის სახეობები ანაკლიაში: თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში, ტერენკური და სხვ.), ქვიშის აბაზანები
.
.