აბსტინენტური სინდრომი

აბსტინენტური სინდრომი

ვითარდება ავადმყოფებში, (ქრონიკული ალკოჰოლიზმის II—III სტადიაზე), ალკოჰოლის მიღების შეწყვეტისას, ასევე ნარკომანებსა და ტოქსიკომანებში იმ პრეპარატების მიღების შეწყვეტის შემდეგ, რომლებმაც გამოიწვიეს შეჩვევა.

სიმპტომები

 აბსტინენციის დროს პაციენტებს უვითარდებათ უეცარი სომატური, ვეგეტატიური და ფსიქიკური დარღვევები. ალკოჰოლური აბსტინენციის დროს მკვეთრად შეიმჩნევა ავადმყოფის სწრაფვა ალკოჰოლისადმი. ასეთი ადამიანის თავში ტრიალებს   აზრები მხოლოდ იმაზე თუ როგორ მოიპოვოს ალკოჰოლური სასმელი. დამახასიათებელია გუნება-განწყობის უეცარი ცვლილებები, დეპრესია, გაღიზიანებადობა, ეჭვიანობა, ზედაპირული ძილი კოშმარული სიზმრებით. აღინიშნება სისუსტე, ოფლიანობა, ტაქიკარდია, პირის სიმშრალე, თავის და გულის ტკივილი, ტრემორი.

ნარკოტიკული აბსტინენციის დროს ყველაფერი ვლინდება უფრო მკაფიოდ: მრისხანება, ღვარძლიანობა, უძილობა, შემცივნება, ტაქიკარდია, ტრემორი, ანორექსია. ვითარდება კრუნჩხვები, ძლიერი ტკივილები სახსრებში, კუნთებში, ხერხემალში („ლომკა“). ავადმყოფები შფოთავენ, ტირიან, ხშირად უვითარდებათ ფსიქოზები.

აბსტინენციის მდგომარეობაში პაციენტები განწყობილნი არიან თვითმკვლელობისადმი. ნარკოტიკული აბსტინენციის მქონე ავადმყოფები შეიძლება დაიღუპონ. აუცილებელია ასეთი ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია და სტაციონარული დახმარების გაწევა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988