აგორაფობია

აგორაფობია (სინონიმი – ტოპოფობია, ბერძნულიდან agore – სავაჭრო მოედანი, phobos – შიში) – აკვიატებული შიშების ნაირსახეობა, რომელიც გამოიხატება ღია სივრცისადმი შიშით და თავს იჩენს ღია სივრცეში მოხვედრისას (ფართე ქუჩა, მოედანი) და ისეთ სიტუაციებში, როგორიც არის ხალხმრავლობა და უსაფრთხო ადგილზე მალევე დაბრუნების შეუძლებლობა.
ამგვარად, აგორაფობია მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ და, როგორც წესი, ნაწილობრივ თანხვედრაში მყოფ ფობიათა ერთობლიობას, რომელიც მოიცავს სახლიდან გასვლის შიშს, მაღაზიებში შესვლის შიშს, საზოგადოებრივი თავშესაყრის ადგილები, მარტო მოგზაურობა მატარებელში, ავტობუსში, თვითმფრინავში.
იმის მიუხედავად, რომ შეშფოთების ინტენსივობა და თავის არიდებითი ქცევის გამოხატულება შესაძლებელია იყოს განსხვავებული, ფობიური დარღვევებიდან ეს ყველაზე დეზადაპტირებული ფორმაა, და ზოგიერთი პაციენტი ხდება სახლისადმი სრულიად მიჯაჭვული.

რა აპროვოცირებს აგორაფობიას?

 აგორაფობიას ფსიქოგენური წარმოშბა აქვს და ვითარდება კარგად განვითარებული წარმოსახვითი უნარის მქონე ადამიანებში, ყველაზე ხშირად ამ კატეგორიაში ხვდებიან ქალები. ანალიტიკური გაგებით შიში დაკავშირებულია აგრესიის ან ბრალდების საშიშროებასთან.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

დარღვევა, როგორც წესი,  იწყება სიმწიფის ადრეულ პერიოდში.  თავდაპირველად ვლინდება ღია სივრცისადმი შიშით და ნელნელა მას ემატება ბრბოს წინაშე და უსაფრთხო ადგილზე (სახლში) მალევე  დაბრუნების შეუუძლებლობის და ტრანსპორტში მარტო მოგზაურობის შიში. შედეგად პაციენტი ხდება დიზადატირებული და სხვა ადამინთნზე მიჯაჭვული.
მიმდინარეობა ტალღისებურია, და გააჩნია ტენდენცია ქრონიზაციისადმი. ეფექტური მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში  აგორაფობია ხშირად გადადის ქრონიკულ ფორმაში, თუმცა მაინც ტალღისებურად მიმდინარეობს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ღია სივრცისადმი, ბრბოსადმი,   უსაფრთხო ადგილზე (სახლში) მალევე  დაბრუნების შეუძლებლობის, ხალხმრავლიან ადგილში გონების დაკარგვის და  გასასვლელთან სწაფი ხელმიუწვდომლობის შიში. ამ სიმპტომების მანიფესტაციას შეიძლება წინ უსწროდეს დეპრესიის ეპიზოდები. ასე შეიძლება აღინიშნებოდეს აბსესიური სიმპტომები და სოციალური ფობიები, მაგრამ  არასდროს არ სჭარბობენ კლინიკური სურათის მიმდინარეობაში. შიშს გააჩნია აკვიატებითი თვისებები; თან ახლავს ვეგეტატიური რეაქცია. ამან შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები გარემომცველ ადამიანებთან ურთიერთობაში, რადგან პაციენტები გაურბიან ასევე ადამიანებსაც, რომლებიც მათთვის ასოცირდბეიან ღია სივრცესთან.

დიაგნოსტიკა

  1. შფოთვა ან შიში შემოფარგლული უნდა იყოს ძირითადად 2 შემდეგი სიტუაციით: ა) ბრბო ან საზოგადოების თავშეყრის ადგილები, გადაადგილება სახლის გარეთ, ბ) მარტო მოგზაურობა.
  2. თავის არიდება ფობიური სიტუაციებისაგან, ხოლო ფსიქოლოგიური ან ვეგეტატიური სიმპტომები უნდა იყოს შფოთვის პირველადი გამოვლინება, და არა მეორადი სხვა სიმპტომებთან მიმართებაში, ისეთი როგორც არის ბოდვა ან აკვიატებული აზრები.
  3. ფობიური სიტუაციებისაგან თავის არიდება არის ან იყო გამოხატული ნიშანი.

პანიკური დარღვევების არსებობა-არასებობის მიხედვით (მცდელობა სწარად დატოვოს შიშის წარმოქმნასთან ასოცირებული ადგილი) უმრავლეს შემთხვევაში  განმიჯნავს აგოროფობიას პანიკური დარღვევბის გარეშე და აგორაფობიას პანიკური დარღვევებით.

დიფერენციალური დიაგნსტიკა

საჭიროა დიფერენცირება დეპრესიულ ეპიზოდთან, თუ ფობიის გაჩენის წინ  აღინიშნებოდა გამოკვეთილი დეპრესია და, ასევე, ორგანულ შფოთვით – ფობიურ დარღვევებთან.
დეპრესიის ეპიზოდის დროს სახეზეა დეპრესიის გამომხატველი სხვა სიმპტომებიც,  დიფერენციალური დიაგნოსტიკის წარმოება შეიძლება გამოკვლევის დამატებითი მეთოდებითაც.

მკურნალობა

დესენსიტიზაცია და ქცევითი თერაპიის სხვა მეთოდები, ჰიპნოზოთერაპია, აუტოტრეინინგი, მედიტაციური ტრეინინგი და ფსიქოანალიზი.

აგორაფობიალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

😨 აგორაფობია – აკვიატებული შიშების ნაირსახეობა, რომელიც გამოიხატება ღია სივრცისადმი შიშით და თავს იჩენს:
✔️ ღია სივრცეში მოხვედრისას (ფართე ქუჩა, მოედანი);
✔️ ისეთ სიტუაციებში მოხვედრისას, როგორიც არის ხალხმრავლობა და უსაფრთხო ადგილზე მალევე დაბრუნების შეუძლებლობა
💭 აგორაფობიას ფსიქოგენური წარმოშბა აქვს და ვითარდება კარგად განვითარებული წარმოსახვითი უნარის მქონე ადამიანებში
❗️ ეფექტური მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში აგორაფობია ხშირად გადადის ქრონიკულ ფორმაში, თუმცა მაინც ტალღისებურად მიმდინარეობს
🩺 აგორაფობიის მკურნალობა გულისხმობს:
➡️ დესენსიტიზაცია და ქცევითი თერაპიის სხვა მეთოდები;
➡️ ჰიპნოზოთერაპია;
➡️ აუტოტრეინინგი;
➡️ მედიტაციური ტრეინინგი;
➡️ ფსიქოანალიზი
👉 შეიტყვეთ მეტი აგორაფობიის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3Kt97DH
#აგორაფობია #ღიასივრცისშიში #აგორაფობიისგამომწვევიმიზეზები #აგორაფობიისპათოგენეზი #აგორაფობიისდიაგნოსტიკა #აგორაფობიისსიმპტომები #აგორაფობიისმკურნალობა #გარეთგასვლისშიში #როგორდავძლიოთაგორაფობია #ფობიები #აგორაფობიისნიშნები #ხალხმრავლობისშიში #რიგშიდგომისშიში #საზოგადოებრივიადგილებისშიში #საზოგადოებრივიტრანსპორტისშიში #სახლიდანგასვლისშიში #მარტოყოფნისშიში #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ფსიქიკური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

2. ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აგორაფობია – იმ ადგილებსა და სიტუაციებში მოხვედრის შიში, საიდანაც გამოსვლა მძიმე ან შეუძლებელია.

.