აგნოზია

აგნოზია

აგნოზია წარმოადგენს ამოცნობის უნარის დარღვევავს პრიმიტიული აღქმის და ცნობიერების შენარჩუნების პირობებში. აგნოზია ხშირად მიმდინარეობს აპრაკსიასთან  ერთად, რომელიც წარმოადგენს  მიზანდასახული მოძრაობების წარმოების დარღვევას.

აგნოზია შეიძლება ატარებდეს:

–         ვიზუალურ ხასიათს;

–         სმენით ხასიათს;

–         ტაქტილურ  ხასიათს;

–         აუტოტოპაგნოზია.

აგნოზიით დაავადებულ ადამიანებს შესაძლებელია ქონდეთ გარემოში არსებული გამღიზიანებლების გარჩევა-ამოცნობის დარღვევა. ამას გარდა, შესაძლებელია აღინიშნებოდეს აუტოტოპაგნოზია, რომელიც წარმოადგენს საკუთარი თავის და სხეულის გამოუცნობლობას.

პირველ კატეგორიაში გაერთიანებულნი არიან ავადმყოფები, რომლებსაც აღენიშნებათ ვიზუალური, სმენითი, ტაქტილური, გემოვნებითი და ყნოსვითი ხასიათის აგნოზიები.

     ვიზუალური აგნოზია

აგნოზიის ეს ნაირსახეობა ვითარდება, თუ ადამიანი წერს მარჯვენა ხელით, მარცხენა თხემის და კეფის წილებში, თუ ცაციაა, მაშინ პირიქით. ვიზუალური აგნოზიის სიმპტომები მდგომარეობს იმაში, რომ პაციენტს შეუძლია განასხვავოს საგნის ფერი და ფორმა, მაგრამ არ შეუძლია იცნოს და ერთმანეთისაგან განასხვავოს ადამიანები, ქუჩები, ადგილები, რომლებიც მისთვის უცნობია. სხვა სიტუაციაში ნივთები შესაძლებელია გამოცნობილ იყოს, მაგრამ  მათ თვისობრივი მახასიათებლები პაციენტის მიერ აღიქმება  არასწორად. მაგალითად, ადამიანს შეუძლია არასწორად აღიქვას საგნის კონტურები, შეიძლება დაინახოს ის უფრო დიდი ან მცირე ზომის ვიდრე არის სინამდვილეში. ვიზუალურ აგნოზიებს მიეკუთვნება ასევე ალექსია. ალექსია  ვიზუალური აგნოზიის ნაირსახეობაა, რომელიც მდგომარეობს ტექსტური სიმბოლოების გარჩევის შეუძლებლობაში, მაგალითან ასობგერების და ციფრების. გამოყოფენ  სიტყვიერ აგნოზიას, ასობგერების განურჩევლობას სიტყვების და წინადადების წაკითხვის დროს, ასევე ლიტერალურ ალექციას – ყოველი ასობგერის ცალცალკე  აღქმის  დარღვევა.  ორგანული ალექცია აღინიშნება პათოლოგიური პროცესების განვითარებისას მარცხენა კუთხის ნაოჭთან.

      სმენითი აგნოზია

სმენითი აგნოზიის დროს ანომალური პროცესი ვითარდება საფეთქლის წილის მარცხენა ზედა ნაწილში.  სმენითი აგნოზიის დროს ავადმყოფს უნარჩუნდება სმენა, მაგრამ ის ვერ აღიქვამს მისთვის ნაცნობ ხმებს ან ბგერებს. ამას გარდა, არ აღიქმება ნაცნობი მელოდიები და სიტყვები.

ტაქტილური აგნოზია

ტაქტილური აგნოზია წარმოადგენს ნივთების აღქმის დარღვევას მათთან შეხების პროცესში. ტაქტილური მგრძნობელობა ამ დროს ნარჩუნდება. ამ ტიპის აგნოზიის დიაგნოსტირების დროს კეთდება ტესტები დახუჭული თვალებით.

ტაქტილური აგნოზიის დროს პათოლოგიური პროცესის წყარო მდებარეობს თხემის წილის წინა ნაწილში. აგნოზია ამ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს არამხოლოდ თავის ტვინის ქერქის რომელიმე ნაწილის დესტრუქციული პროცესების გამო, არამედ ასევე ნეიროდინამიური ხასიათის დარღვევეის გამო პათოლოგიური კერის სხვა ნაწილებში არსებობის დროს, თუმცა ასეთი მოვლენა ძალიან იშვიათია.

აუტოტოპაგნოზია

აუტოტოპაგნოზია წარმოადგენს აგნოზიის ქვეტიპს, რომელიც მდგომარეობს ავადმყოფის მიერ საკუთარი სახის და სხეულის არასწორ აღქმაში. აუტოტოპაგნოზია, როგორც წესი, აღინიშნება პათოლოგიური პროცესი მარჯვენა ჰემისფეროში ლოკალიზაციის დროს. აგნოზიის განვითარების პროცესში აღინიშნება დარღვევები ასევე თხემის მიდამოშიც. როგორც წესი აუტოტოპაგნოზია განიხილება როგორც თავის ტვინის სიმსივნური პროცესის გართულება.

აუტოტოპაგნოზიის დროს პაციენტს არ შეუძლია განასხვავოს საკუთარი სხეულის სხვადასხვა ნაწილები, მაგალითად, აცხადებს, რომ მას ორზე მეტი ხელი ან ფეხი აქვს.  ხშირად ხელფეხი ავადმყოფის მიერ შესაძლებელია აღიქმებოდეს როგორც ზომაში გადიდებული ან დაპატარავებული. ამას გარდა, ავადმყოფები უუნაროები არიან განასხვავონ ერთი თითი მეორისაგან.

ფსიქიკური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

2.  ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აგნოზია – მოვლენეთა და საგანთა ცნობის უნარის დაკარგვა.