ბოლნისი – ადმინისტრაციული მდებარეობა – ქვემო ქართლი, რაიონული ცენტრი
გეოგრაფიული მდებარეობა – მდინარე მაშავერას ხეობა, თბილისიდან 64 კმ-ის მანძილზე. სიმაღლე ზღვის დონიდან – 560 მ. რელიეფი – ვაკე-ბორცვიანი.
ბოლნისი – კლიმატი – ზომიერად ნოტიო. ზამთარი რბილი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,30C. ზაფხული ხანგრძლივი და თბილი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 23,60C. ნალექების წლიური რაოდენობა – 512 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 67%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1700 საათი.
ბოლნისი – ფლორა – ველის მცენარეულობა
ბოლნისი – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ბოლნისის მიდამოებში არსებული ჰიდროკარბონატულ-სულფატური (და სულფატურ-ჰიდრო – კარბონატული) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 2,4-7,8 გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები ბოლნისში: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია. ….. >> საქართველოს კურორტები
.
.