ასპინძა

ასპინძის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

ასპინძის ადმინისტრაციული მდებარეობა – რაიონული ცენტრი.
ასპინძის გეოგრაფიული მდებარეობა – თრიალეთის ქედის ფერდობი, მდ. მტკვრის ხეობა. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1050-1060 მ. რელიეფი – მთაგორიანი.

ასპინძის კლიმატი – საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ზომიერად ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 2,20C. ზაფხული თბილი და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 20,30C. ნალექების წლიური რაოდენობა – 520 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 64%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2100 საათი.

ასპინძის ფლორა – წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი) ტყეები.

ასპინძის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და თერმული, სუსტადსულფიდური, სულფატურ-ქლორიდული, ნატრიუმიან – 128 კალციუმიანი მინერალური წყლები კაჟმჟავას (40-45 მგ/დმ3) შემცველობით, საერთო მინერალიზაციით 0,8-1,0 გ/დმ3.

მკურნალობის სახეობები ასპინძაში: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.   >> საქართველოს კურორტები

.
.

Share this...Share on Facebook
Facebook