ალკოჰოლური ჰალუცინოზი

ალკოჰოლური ჰალუცინოზი

ალკოჰოლური ჰალუცინოზი წარმოადგენს ალკოჰოლური ფსიქოზის ნაირსახეობას, რომლის დროსაც აღინიშნება ცნობიერების და ქცევის დარღვევა.  ალკოჰოლური ჰალუცინოზი მიეკუთვნება ალკოჰოლური ფსიქოზების დაავადებათა კლასს.  ვითარდება ისეთი ალკოჰოლური სასმელების მიღების ფონზე, რომლებიც იწვევენ ადამიანის ორგანიზმში ცვლითი პროცესების მდგრად დარევვებს. 

ალკოჰოლური ჰალუცინაციების გარდა ალკოჰოლურ ფსიქოზებს მიეკუთვნება ისეთი მდგომარეობები როგორც ალკოჰოლური დელირიუმი (თეთრი ცხელება), ბოდვითი ფსიქოზები, ენცეფალოპათიები, პათოლოგიური სიმთვრალე.

 ალკოჰოლური ჰალუცინოზი წარმოადგენს ფსიქოზის ისეთ სახეს, რომლის დროსაც სჭარბობს სმენითი და ვერბალური ჰალუცინაციები. ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს ჰალუცინატორული ბოდვები, აფექტური დარღვევები (ძირითადად შფოთვითი ხასიათის). სიხშირის მიხედვით ალკოჰოლური ჰალუცინოზი თეთრი ცხელების შემდეგ დგას მეორე ადგილას. ამდაგვარი მდგომარეობა შეიძლება მიმდინარეობდეს რამოდენიმე ფორმით. ალკოჰოლური ჰალუცინოზი მწვავე ფორმით ვითარდება запойного-ის პიკზე. ნაბახუსევის სინდრომის  დროს, ხასიათდება სმენითი და ვერბალური ჰალუცინაციებით, და მასთან დაკავშირებულ დევნის ბოდვებთან. ექიმები აღნიშნავენ, რომ ამდაგვარი ჰალუცინაციური დარღვევების ყველაზე ხშირ გამოხატულებას წარმოადგენს ავადმყოფის მიერ თავის თავზე „მოსმენილი“ დიალოგი. უფრო იშვიათად ხმებმა შეიძლება ესაუბრონ ავადმყოფს. ისინი შეილება აშინებდნენ მას, აყენებდნენ შეურაწყოფას, რაც იწვევს ადამიანის შესაბამის რეაქციას.

დევნის ბოდვა ამდაგვარ ადამიანებში ატარებს წყვეტილ არასისტემატურ ხასიათს, დაკავშირებლია ჰალუციანციების შინაარსთან. ადამიანის მდგომარეობაში სჭარბობს დაქვეითებული შეშფოთებული განწყობა. ჰალუცინოზის მიმდინარეობის დასაწყისში ადამიანს აღენიშნება მოძრაობითი აგზნება, რომელიც თანდათან იცვლება დამუხრუჭებით. სიმპტომები განსაკუთრებით მკაფიოა ღამის და საღამოს საათბში. დღის ან დილის საათებში აღინიშნება „გამონათებები“. ასეთი მდგომარეობის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს 2-3 დღიდან ერთ თვემდე. მაგრამ ასეთ გახანგრძლივება იშვიათია.

გამოყოფენ დაავადების ქვემწვავე ან გახანგრძლივებულ ფორმას. ასეთი მდგომარეობის ხანგრძლივობა შეადგენს  2-3 თვეს, მაგრამ შეიძლება გახანგრძლივდეს წლამდეც. სიმპტომები გავს ჰალუცინოზის დასაწყისის მწვავე ფორმას, შემდგომში  დაავადების მიმდინარეობა რთულდება, რადგან მას უერთდება ბოდვითი ან დეპრესიული აშლილობები. გახანგრძლივებული ფორმის ჰალუცინოზი შესაძლებელია იყოს რამოდენიმე სახის: ვერბალური ჰალუცინაციების დომინირებით, დეპრესიულობის აფექტით, დეპრესიული აფექტის და ბოდვითი მდგომარეობის დომინირებით. თუ სჭარბობს ვერბალური ჰალუცინაციები, მაშინ აფექტური აშვილობები და ბოდვა თანდათან განიცდიან რედუცირებას, ავადმყოფები მშვიდდებიან, წყნარდებიან. თუ სჭარბობს დეპრესიული აშლილობა, მაშინ მწვავე ჰალუცინოგენის ფონზე ვითარდება შფოთვითი აფექტი, რომელიც შემდგომში ტრანსფორმირდება დეპრესიულ განცდებში. თუ ჰალუცინოზი შეხამებულია ბოდვასთან, მაშინ ჰალუცინაციები თანდათან ქრება, მაგრამ ბოდვითი აზრები და დევნის იდეები რჩება.

თუ ალკოჰოლის მიღების ფონზე ჰალუცინოზი გრძწელდება 6 თვიდან რამოდენიმე წლამდე, ასეთ ფორმას ქრონიკული ეწოდება.  ქრონიკული ჰალუცინაციების მიმდინარეობის ვარიანტები რამდენიმეა: ბოდვის გარეშე (როდესაც ვერბალური ჰალუცინაციები თან სდევენ პაციენტებს მთელი დღის განმავლობაში და ატარებენ მაკომენტირებელ ხასიათს. შესაძლებელია მიმდინარეობდეს როგორც მონოლოგის ისე დიალოგის ფორმით. ჰალუცინაციების ინტენსივობა პერიოდულად მცირდება ან იზრდება. ავადმყოფის დამოკიდებულება ავადმყოფიბის გამოვლინებებისადმი ხდება მშვიდი, პაციენტი ეგუება), ბოდვით (როდესაც ავადმყოფს აღნიშნება დევნის მდგრადი ბოდვა  ჰალუცინატორული აშლილობებით.) ამდაგვარი მდგომარეობის მიმდინარეობა შესაძლებელია ხანდახან შემცირდეს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988