ალკოჰოლური პარანოიდი

ალკოჰოლური პარანოიდი

ალკოჰოლური პარანოიდი   წარმოადგენს მწვავედ ან ქრონიკულად მიმდინარე ფსიქოზს სისტემატიზირებული ბოდვებით, რომლის კლინიკურ სურათში გვევლინება დევნის მანია, ეჭვიანობა, მოწავლები და სხვა. არ აღინიშნება ბოდვითი განცდების ისეთი  მრავალფეროვნება, როგორც შიზოფრენიის დროს, და პირველ პლანზე გამოდის დევნის ფობია ან უფრო ხშირად ეჭვიანობა.

ქრონიკული ალკოჰოლიკების კლინიკურ სურათში  ყოველთვის აღინიშნება არსებული რეალობის ბოდვითი შეფასება და ბოდვითი დამოკიდებული უმრავლესი შემხვედრი ადამიანისადმი. ეს ბოდვითი შეფასება იღებს მრავალ კლინიკურ ფორმას: დევნის, ურთიერთობების, მოწამვლების, გავლენიანობის, დიდების.

ალკოჰოლური პარანოიდი ვითარდება უფრო როგორც პირველადი ბოდვა, რომელიც არ არის დამოკიდებული ჰალუცინაციებზე. მისი წარმოშობის და განვითარების სტრუქტურა უფრო ხშირად მიმდინარეობს პარანოიდული ტიპით და დამოკიდებულია გარე ფსიქოგენურ მოტივებზე. მაგრამ გვხვედა ისეთი კლინიკური სურათი, რომლის დროსაც ძალიან ბევრია დამოკიდებული ჰალუცინოგენურ განცდებზე, რომელიც შემდეგ ახდენს გავლენას ბოდვითი იდეების ფორმირებაზე.

ისეთ შემთხვევებში, როდესაც ქრონიკული ალკოჰოლიკის ბოდვები შემოიფარგლება მხოლოდ ეჭვიანობით სახეზეა მხოლოდ ხანგრძლივი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ზემოქმედებით განპირობებული დამახასიათებელი თავისებურებები. ბუნებრივია, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ასეთი პირები ხვდებიან სასამართლოში სასამართლო – ფსიქიატრიული შეფასებით ისისნი  ფასდებიან როგორც საღ აზროვნებაზე მყოფები. ფსიქოპათიურ მდგომარეობაში მყოფი ალკოჰოლიკებს უვლინდებათ მძლავრ ეჭვიანობასთან დაკავშირებული განცდები.

საქმე ძირფესვიანად იცვლება, როდესაც ეჭვიანობის იდეები იღებენ ბოდვით ხასიათს ანუ იწყება ალკოჰოლური პარანოიდის როგორც დაავადების ფორმირება.  ამ დროს ავადმყოფური განცდების წრე არ იკვრება მხოლოდ ეჭვიანობის იდეით. მაგრამ თუ ის თამაშობს წამყვან როლს, მაშინ ის აუცილებლად თანმხლებულია ისეთი  სხვა ბოდვითი განცდები, როგორიც არის დევნის, ურთიერთბის, მოწამვლის იდეა და სხვა ანუ იძლევა პარანოიდალური სინდრომის სრულ სურათს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988