გომარდული

გომარდულის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

გომარდული – ადმინისტრაციული მდებარეობა – შუახევის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – მდინარეების აჭარის წყლისა და ვანის წყლის (ნაღვარევის წყლის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფის ჩრდილოეთი კალთა. შუახევიდან 23 კმ-ის მანძილზე. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1120 მ. რელიეფი – მთაგორიანი
კლიმატი – საშუალო მთის (ქვედა სარტყელი) ზომიერად ნოტიო. ზამთარი ზომიერად რბილი, უხვთოვლიანი, დეკემბრის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე მდგრადი თოვლის საფარით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 1,30C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 19,90C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1000 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 65%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1900 საათი
გომარდული – ფლორა – წიწვოვანი ტყეები და ხეხილის ბაღები. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა.
მკურნალობის სახეობა გომარდულში – პასიური კლიმატოთერაპია.  ….. >> საქართველოს კურორტები

.
.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..