ამენცია

ამენცია

ამენცია – მდგომარეობა, რომლის დროსაც აღინიშნება ცნობიერების არეულობა, რომელიც ხასიათდება დაბნეულობით, ორიენტირების ყველა სახის დარღვევით, მათ შორის საკუთარი თავის  ცნობის, ასევე არეული აზროვნებით.

მიზეზები

ამენცია გვხვედება გახანგრძლივებული ან ქრონიკულად მიმდინარე ასთენიზირებადი სომატური დაავადებების გახანგრძლივების დროს.

ავადმყოფები მუდმივად იმყოფებიან  ქაოტურ, აგზნებით მდგომარეობაში, რომელიც შემოიფარგლება ლოგინით. ხელმიუწვდომელნი არიან კონტაქტისათვის, მეტყველება წყვეტილია და წარმოდგენილია ცალკეული სიტყვებით. ზუსტადაც აზროვნების წყეტილობა (ინკოჰერენცია) წარმოადგენს ამენეციისათვის დამახასიათებელ ნიშანს, როდესაც საჭიროა მისი დიფერენცირება ცნობიერების დარღვევის სხვა პათოლოგიებთან.

აფექტური რეაქციები ლაბილურია: ავადმყოფები  ხან  მოღუშულები არიან, ხან მხიარულები, ხან ინდიფერენტულები.  ღამე შესაძლსებელია განვითარდეს დელირიული ეპიზოდები, გამონათქვამებში იშვიათად ისმის ფრაგმენტური  ბოდვითი განცდები,  ქცევა კი შეიძლება მიუთითებდეს ჰალუცინაციების არსებობაზე. ამენციის განვითარების პიკზე ხანდახან ვითარდება კატატონიის მსგავსი სიმპტომატიკა აგზნების ან სტუპორის და ქორეინფორმული ჰიპერკინეზების  სახით. გამოჯანმრთელების შემდეგ ამენციის პერიოდი სრულიად ამნეზირდება.

დიაგნოსტიკა

რადგანაც ამენცია ტრადიციულად ვითარდება სომატური დაავადებების დროს, საჭიროა მისი დიფერენცირება დელირიუმისაგან, რასაც გადაუდებელი თერაპიისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამენცია წარმოადგენს ცნობიერების დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სახესოობას, რაც მიუთითებს პროგნოზის უეცარ გაუარესებაზე.

ფსიქიკური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

2. ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ამენცია – აზროვნების დაბინდვა, რასაც ახლავს აგზნებულობა, დეზორიენტაცია, მეტყველებისა და მოძრაობის ერთმანეთთან დაუკავშირებლობა.

.