ბათუმი

ბათუმის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ ამ გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში.

ბათუმი – ადმინისტრაციული მდებარეობა – აჭარის დედაქალაქი. გეოგრაფიული მდებარეობა – კახაბრის დაბლობი, რომელსაც აღმოსავლეთიდან ეკვრის შავშეთისა და მესხეთის ქედები, თბილისიდან 350 კმ-ის მანძილზე. სიმაღლე ზღვის დონიდან – 5 მ.
ბათუმი – რელიეფი – ვაკე-ბორცვიანი. კლიმატი – ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 6,50C. ზაფხული ძლიერ თბილი და ნოტიო
აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 22,60C. ნალექების წლიური რაოდენობა – 2718 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 81%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1958 საათი.
ბათუმი – ფლორა – სუბტროპიკული (მაგნოლია, ევკალიპტი, დაფნა, ბამბუკი და სხვა) მცენარეულობა. გარეუბნებში ხარობს ციტრუსოვანი (მანდარინი, ფორთოხალი და ლიმონი) პლანტაციები
ბათუმი – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ტენიანი სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი
მკურნალობის სახეობა ბათუმში: თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში, ზღვის წყლის აბაზანები, ტერენკური და სხვ.).

>> საქართველოს კურორტები

.

.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..