ბუასილი და მშობიარობა

ბუასილი და მშობიარობა – რატომ ვითარდება მშობიარობისას ეს დაავადება?

ბუასილი და მშობიარობამზადება მშობიარობისთვის ჯანმრთელობაზე არანაკლებ ზრუნვას წარმოადგენს და რა თქმა უნდა, ძალიან შემაწუხებელია, როდესაც ამას ემატება კიდევ ერთი უსიამოვნება – ბუასილი.
სამწუხაროდ, სტატისტიკის მიხედვით, ეს უსიამოვნება ელოდება მშობიარეთა თითქმის  50%-ს, მეტიც, შეინიშნება ბუასილის სიხშირის მომატება.

რატომ ვითარდება მშობიარობისას ეს დაავადება?

განვიხილოთ მშობიარობის ანატომიური პროცესი. როდესაც იწყება მშობიარობა, ნაყოფის თავი ძლიერ აწვება მცირე მენჯის სისხლძარღვებს. შედეგად ვითარდება ისეთი მოვლენები, როგორიც არის ვენური სისხლის შეგუბება, ქსოვილებში აღინიშნება ჟანგბადის უკმარისობა, მატულობს  ჰიპოქსია.
თუ მშობიარობის ხანგრძლივობა მოკლეა და მარტივად ჩაივლის, ეს მოვლენები შესაძლოა არ განვითარდეს. ხანგრძლივი მშობიარობის შემთხვევაში ჰემოროიდული კვანძები შუპდება და მატულობს ზომაში.
ნებისმიერი მეანისთვის ცნობილია, რომ მშობიარობისას, უშუალოდ ჭინთვისას, სფინქტერი იმდენად ფართოვდება, რომ გარეგანი და შინაგანი ჰემოროიდული კვანძები თვალნათლივ ლურჯდება და დიდდება, მატულობს მათი სიმკვრივე. შემდგომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მარტივად ჩაივლის მშობიარობა.
ჭინთვის დასრულებისას ჰემოროიდული კვანძები მცირდებიან ზომაში, ხოლო ჭინთვის განახლების შემდეგ ისევ იზრდება და ლურჯდება. ნაყოფის გარეთ გამოსვლისას, შესაძლოა ჰემოროიდული კვანძების კედლები გასკდეს.

განსაკუთრებით უსიამოვნოა, თუ მშობიარობის შემდეგ სფინქტერი სწრაფად შეიკუმშა. ნელი შეკუმშვისას, კვანძები თანდათანობით პატარავდება და დამოუკიდებლად შესწორდებიან.
სფინქტერის სწრაფი შეკუმშვისას  კვანძები იჭყლიტება – ეს კი მწვავე ბუასილია. ასეთი შემთხვევები იშვიათია.
ჩვეულებრივ, მშობიარობის შემდეგ, სფინქტერი იკუმშება 15 წუთი, ზოგჯერ კი 30 წუთის განმავლობაში. ეს დრო არ არის საკმარის იმისთვის, რომ ექიმებმა მოასწრონ და მშობიარობის დროს გამოვარდნილი ჰემოროიდული კვანძების ჩასწორება.
როგორც წესი, ეს პროცესი ანესთეზიის გარეშე მიმდინარეობს. გამონაკლისია, თუ ორსულობისას პაციენტს ჰქონდა ანთება; ამ შემთხვევაში საჭიროა სპეციალური ტამპონების გამოყენება და ოყნები.
ყაბზობის   საწინააღმდეგოდ ინიშნება სპეციალური დიეტა. ხშირ შემთხვევაში პრობლემები მცირდება  ერთ კვირაში, ზოგჯერ კი საჭიროა შემდგომი მკურნალობაც.

არჩილ შენგელია საავტორო უფლებები დაცულია


ბუასილი და მშობიარობა – არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤔 რატომ ვითარდება მშობიარობისას ბუასილი?
👉 როდესაც იწყება მშობიარობა, ნაყოფის თავი ძლიერ აწვება მცირე მენჯის სისხლძარღვებს. შედეგად ვითარდება ისეთი მოვლენები, როგორიც არის:
✔️ ვენური სისხლის შეგუბება;
✔️ ქსოვილებში აღინიშნება ჟანგბადის უკმარისობა;
✔️ მატულობს ჰიპოქსია
🕖 თუ მშობიარობის ხანგრძლივობა მოკლეა და მარტივად ჩაივლის, ეს მოვლენები შესაძლოა არ განვითარდეს
⏳ თუმცა ხანგრძლივი მშობიარობის შემთხვევაში ჰემოროიდული კვანძები შუპდება და მატულობს ზომაში
🟡 უშუალოდ ჭინთვისას, სფინქტერი იმდენად ფართოვდება, რომ გარეგანი და შინაგანი ჰემოროიდული კვანძები თვალნათლივ ლურჯდება და დიდდება, მატულობს მათი სიმკვრივე
🟠 ჭინთვის დასრულებისას ჰემოროიდული კვანძები მცირდებიან ზომაში, ხოლო ჭინთვის განახლების შემდეგ ისევ იზრდება და ლურჯდება
🔴 ნაყოფის გარეთ გამოსვლისას, შესაძლოა ჰემოროიდული კვანძების კედლები გასკდეს
👨‍⚕️ ჩვეულებრივ, მშობიარობის შემდეგ, სფინქტერი იკუმშება 15 წუთი, ზოგჯერ კი 30 წუთის განმავლობაში. ეს დრო არ არის საკმარის იმისთვის, რომ ექიმებმა მოასწრონ და მშობიარობის დროს გამოვარდნილი ჰემოროიდული კვანძების ჩასწორება
👇 გაიგეთ მეტი ორსულობის შემდგომი ბუასილის შესახებ სტატიიდან:
📌 https://bit.ly/3uPRR6H
#ბუასილი #ბუასილიდამშობიარობა #მშობიარობისშემდგომიბუასილი #ბუასილისგამომწვევიმიზეზები #ბუასილისმკურნალობა #ბუასილისსიმპტომები #ბუასილისგანვითარებისმექანიზმი #ბუასილიორსულებში #ბუასილიმშობიარობისშემდგომ #როგორვუმკურნალოთბუასილს #როგორვუმკურნალოთმშობიარობისშემდგომბუასილს #ჰემოროი #ჰემოროიდულიკვანძები #ჰემოროიდულიკვანძებისგამოვარდნა #ბუასილისგანკურნება #ბუასილისშემსუბუქება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ბმები:  

კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი

.