ბუასილის ოპერაცია

ბუასილის ქირურგიული მკურნალობა

ბუასილის ოპერაციაბუასილის ქირურგიული მკურნალობა მოითხოვს მაქსიმალურ სიფრთხილესა და დამარწმუნებელ არგუმენტაციას.
ვიდრე დათანხმდებით ნებისმიერ ოპერაციას ბუასილის მოსაშორებლად, აუცილებელია გაესაუბროთ ექიმს ყველა ნიუანსზე. კერძოდ, გაიგოთ თუ რატომ დაინიშნა ოპერაცია, რისკის დონე, დაავადების განვითარების პროგნოზი ოპერაციის შემდგომ და რას მოგვცემს თერაპია.

ბუასილის ოპერაციის ჩვენებები

ბუასილის ქირურგიული მკურნალობის ჩვენებებია: იშვიათი ან ხშირი, მაგრამ უხვი და ანემიის გამომწვევი ჰემოროიდული სისხლდენები, გამომვარდნი კვანძების არსებობა, თრომბოზის ან ჩაჭედვის მაღალი საშიშროება.
ოპერაციული ჩარევის მთავარი ამოცანაა ანთებითი კვანძების მოცილება. დღესდღეობით ქირურგიული ჩარევის სხვადასხვა მოდიფიკაცია გამოიყენება.
ავადმყოფობის მიმდინარეობისა  და  პაციენტის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ქირურგი არჩევს ყველაზე შესაფერის მეთოდს.
მოდით უფრო დაზუსტებით განვიხილოთ ბუასილის ქირურგიული მკურნალობის ძირითადი მეთოდები. დავიწყოთ მკურნალობის მცირეინვაზიური მეთოდებიდან.

სკლეროთერაპია

მცირეინვაზიური მეთოდის მოცემული სახეობა გამოიყენება პირველი-მესამე ხარისხის ბუასილის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ასევე სისხლდენის შესაჩერებლად.
ამ მეთოდის არსი გამოიხატება იმაში, რომ სპეციალური ნემსის და ანოსკოპის საშუალებით ჰემოროიდულ კვანძებში შეჰყავთ მასკლეროზირებელი პრეპარატები. ამ პრეპარატების ზემოქმედებით კვანძებში არსებული სისხლძარღვები გარდაიქმნება შემაერთებელ ქსოვილად, რის შედეგადაც კვანძი საგრძნობლად მცირდება ზომაში და სისხლდენა წყდება.

ინფრაწითელი კოაგულაცია

ამ პროცედურის ჩასატარებლად გამოიყენება სპეციალური აპარატი, ე.წ ფოტოკოაგულატორი. ანოსკოპის საშუალებით ხდება აპარატის ოპტიკური ბუნიკის მიტანა კვანძთან, უშუალო კონტაქტამდე.
სითბოს ნაკადით, რომელიც მიედინება ოპტიკურ ბუნიკში, ხდება კვანძის ზედაპირის კოაგულაცია. კოაგულაციას აწარმოებენ ფეხთან ახლოს, 26 ადგილას. ეს მეთოდი გამოიყენება მხოლოდ სისხლდენის შესაჩერებლად.

ჰემოროიდული კვანძების ლიგირება ლატექსის რგოლებით

ბუასილის მოცემული პატარა ოპერაცია ტარდება მექანიკური ან ვაკუუმური ლიგატორით. ოპერაციის მსვლელობისას ხდება ლატექსური რგოლების ჩამოცმა შიგა ჰემოროიდულ კვანძებზე. ოპერაციიდან 12-14 დღის შემდეგ ხდება კვანძის მოცილება ლატექსის ლიგატურასთან ერთად.
კვანძისგან გათავისუფლებულ  ადგილას ვითარდება შემაერთებელი ქსოვილით დაფარული ბორცვი. დაავადებულთა 90% ამ პროცედურის შემდეგ განიკურნება დაავადების ყველა სიმპტომისგან.

კრიოთერაპია

ხშირად ეს პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით. მისი მსვლელობისას ჰემოროიდულ კვანძებს ყინავენ თხევადი აზოტით 3-4 წუთის განმავლობაში. როდესაც მიმდინარეობს გადნობა, კვანძი კვდება, ხოლო მის ადგილას ვითარდება ნაიარევი, რომელსაც მკურნალობენ სპეციალური პრეპარატებით.
მკურნალობის მცირეინვაზიური  მეთოდი არ მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას და საერთო ნარკოზს. თუმცა კრიოთერაპიისას ან ლაზერული თერაპიის დროს ნარკოზი მაინც საჭიროა,  ადგილობრივი ან ეპიდურული.
ნებისმიერი მცირეინვაზიური მეთოდის არსებით ნაკლად ითვლება ის, რომ არ ხდება ჰემოროიდული კვანძებისკენ სისხლის ჭარბი ნაკადის მიზეზების მოხსნა.
ახლა კი ვისაუბროთ ბუასილის ქირურგიულ ოპერაციებზე. მოცემული პროცედურები ტარდება საერთო ნარკოზის ქვეშ და საჭიროებს ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციას, ოპერაციის ჩატარებისა და რეაბილიტაციური პერიოდის გათვალისწინებით.

ჰემოროიდექტომია

ბუასილის მოშორების სტანდარტული და ქირურგების მიერ საყოველთაოდ  გამოყენებადი ოპერაციაა.
ამ მეთოდის გამოყენებისას ამოკვეთენ პერიანალურ კანს, სწორი ნაწლავის ლორწოვანსა და ანოდერმას, რომლებიც განლაგებულია ჰემოროიდული კვანძის ზევით, რის შემდეგაც ახდენენ კვანძის ლიგირებას და გადაკვეთენ. ლორწოვანს აფიქსირებენ ქვეშმდებარე  ქსოვილებზე.
ოპერაცია საკმაოდ ეფექტურია და რეციდივები იშვიათია.

ლორწოვანის ტრანსანალური რეზექცია ლონგოს მეთოდით

მოცემული ოპერაცია არის კლასიკური მეთოდის კარგი ალტერნატივა. მეთოდის არსია ჰემოროიდული კვანძების ცირკულარული რეზექცია და გაკერვა.
ლონგოს ოპერაციისას ხდება სწორი ნაწლავის ლორწოვანის მხოლოდ ნაწილის მოცილება, რომელიც დაკბილულ ხაზზე ოდნავ ზევით მდებარეობს.
ლორწოვანის დეფექტი იკერება ტიტანის ფრჩხილებით, მეთოდით ,,ბოლო ბოლოში“. ასეთი ოპერაციის შედეგად ანთებითი კვანძები არ მოცილდება, არამედ ხდება მათი ზევით აწევა და ჰემოროიდულ ვენებთან სისხლის დინების შემცირების გამო  კვანძების დაპატარავება.
სისხლის ნაკადის შემცირების გამო კვანძები ცარიელდება და შემაერთებელი ქსოვილით იფარება. მეთოდის არსებითი ნაკლია – გარეგანი ჰემოროიდული კვანძების  მოცილების შეუძლებლობა.

დეზარტერიზაცია

ამ ინოვაციური მეთოდის არსია ჰემოროიდული არტერიების  გადაკვანძვა.  მკურნალობის ეს მეთოდი ყველაზე ეფექტური და უმტკივნეულოა ბუასილის ნებისმიერი ფორმის დროს.
ძირითადი უპირატესობაა ნაიარევისა და სისხლდენის არარსებობა, ასევე ხანმოკლე რეაბილიტაციის პერიოდი – 4-5 დღე.
გარდა ზემოაღნიშნული მეთოდებისა, ქირურგები ხშირად იყენებენ მილიგან-მორგანის ოპერაციას, დოტირებას, ვაკუუმირებას და სხვ. ჰემოროიდული კვანძების მოცილების ნებისმიერ ოპერაციას თავისი რისკი აქვს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ქირურგიულ ჩარევამდე საჭიროა ყველაფერი გათვალოთ – რატომ ,,კი“ და რატომ ,,არა“ და გაიაროთ კონსულტირება რამდენიმე ექიმთან.


ბუასილის ოპერაცია – ბ-ნ არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

💉 ბუასილის ქირურგიული მკურნალობა მოითხოვს მაქსიმალურ სიფრთხილესა და დამარწმუნებელ არგუმენტაციას
❗️ ვიდრე დათანხმდებით ნებისმიერ ოპერაციას ბუასილის მოსაშორებლად, აუცილებელია გაესაუბროთ ექიმს ყველა ნიუანსზე:

📎 რატომ დაინიშნა ოპერაცია;
📎 რისკის დონე;
📎 დაავადების განვითარების პროგნოზი ოპერაციის შემდგომ;
📎 რას მოგვცემს თერაპია
📌 ბუასილის ქირურგიული მკურნალობის ჩვენებებია:
✅ იშვიათი ან ხშირი, მაგრამ უხვი და ანემიის გამომწვევი ჰემოროიდული სისხლდენები;
✅ გამომვარდნი კვანძების არსებობა;
✅ თრომბოზის მაღალი საშიშროება;
✅ ჩაჭედვის მაღალი საშიშროება
🔷 ავადმყოფობის მიმდინარეობისა და პაციენტის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ქირურგი არჩევს ყველაზე შესაფერის მეთოდს, ეს შეიძლება იყოს:
➡️ სკლეროთერაპია;
➡️ ინფრაწითელი კოაგულაცია;
➡️ ჰემოროიდული კვანძების ლიგირება ლატექსის რგოლებით;
➡️ კრიოთერაპია;
➡️ ჰემოროიდექტომია;
➡️ ლორწოვანის ტრანსანალური რეზექცია ლონგოს მეთოდით;
➡️ დეზარტერიზაცია
👉 გაიგეთ მეტი თითოეული ამ პროცედურის შესახებ უფრო დეტალურად არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3p8OT9P
#ბუასილი #ჰემოროი #ბუასილისოპერაცია #ბუასილისქირურგიულიმკურნალობა #ბუასილისმკურნალობა #ბუასილისოპერაციისჩვენებები #ჰემორიდულისისხლდენა #გამომვარდნიკვანძებისარსებობა #თრომბოზებისსაშიშროება #ბუასილისოპერაციისნიშნები #ტკივილი #განავლისშეუკავებლობა #სისხლდენა #ქავილი #სისხლიანიგანავალი #ბუასილისოპერაციისტიპები #სკლეროთერაპია #ინფრაწითელიკოაგულაცია #ჰემოროიდულიკვანძებისლიგირება #კრიოთერაპია #ჰემოროიდექტომია #ლორწოვანისტრანსანალურირეზექცია #დეზარტერიზაცია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში :1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

არჩილ შენგელია
საავტორო უფლებები დაცულია


ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი,ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი