არლეკინის სინდრომი

არლეკინის სინდრომი

არლეკინის სინდრომის დროს ადგილი აქვს მიკროცირკულაციისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევას.
ამის მიზეზი ნევროლოგიური პათოლოგიაა, კერძოდ კი  სიმპათიკური ნერვული სისტემის ცალმხრივი დაზიანება ან უბრალოდ  მისი აქტივობის ასიმეტრია.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

აღნიშნული სინდრომი  განიხილება, როგორც ქალა-ტვინის ტრავმისა და ახალშობილთა ასფიქსიის ნიშანი, გვხვდება სამ­შო­ბიარო ტრავმების დროს დიენცეფალური მიდამოს დაზიანებისას, ასევე  ახალშობილის სტაფილოკოკებით ინფიცირების დროს.
არლეკინის სინდრომის დროს კლინიკურად ახალშობილის  გვერდზე წოლისას აღინიშნება მკვეთრი განსხვავება სხეულის მარჯვენა და მარცხენა ნახევრის შეფერილობაში.
სხეულის ერთი ნახევარი შესაძლოა მთლიანად იყოს დაფარული ლაქებით, ხოლო ხელებსა და ფეხებზე კი ნაწილობრივ.
ჩვეულებრივ ლაქები ოდნავ შესამჩნევია, ბავშვის გათბობისას ან ტემ­პერატურის მომატებისას ღია ბორდოსფერი ხდება, ხოლო გადაციებისას მო­ლურჯო შეფერილობისაა.
ასევე შეინიშნება სხეულის ნახევრის ჰიპერტროფია (ცალ მხარეს კიდურების ზომა  მეტია მეორე მხარესთან შედარებით), სახის ნახევრის გაწითლება და ამავე მხარეს მომატებული ოფლიანობა.

დიაგნოსტიკა

არლეკინის სინდრომის დიაგნოსტიკა ხდება დამახასიათებელი კლინიკური სურათის, თავის ტვინის,  ხერხემლის, კისრისა და გულმკერდის ნაწილის  მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევის საფუძველზე.

მკურნალობა

არლეკინის სინდრომის   მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმ-ნევრო­პათოლოგის მიერ.

პროფილაქტიკა

არლეკინის სინდრომის პროფილაქტიკა მდგომარეობს ორსულისა და ნაყოფის  პათოლოგიური მდგომარეობების დროულ გამოვლენასა და მკურნალობაში. პედიატრიული დაავადებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.