ასთეატოზი

ასთეატოზი

რა არის ასთეატოზი ანუ სებოსტაზი?

ეს არის დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის ზედაპირის მომატებული სიმშრალით. ამ დაავადების დროს ცხიმის ჯირკვლებიდან ან საერთოდ არ გამოიყოფა კანის ცხიმი, ან გამოიყოფა უმნიშვნელო რაოდენობით.

სებოსტაზის ანუ ასთეატოზის სიმპტომები:

ასეთი ავადმყოფის კანზე ჩნდება ნახეთქები, ვითარდება დერმატიტი, აქერცვლა, რომელიც მოიცავს როგორც ტანის კანს, ასევე თავის თმიან ნაწილს. პაციენტი მუდმივად განიცდის კანის ქავილს. თავის ხშირი დაბანა ხელს უწყბს კანის სიმშრალის გაუარესებას. აღწერილი პათოლოგია ძალიან ხშირად აღინიშნება კანის იქთიოზით დაავადებულ ადამიანებში (იხ. ,,კანის თანდაყოლილი დაავადებები“), ნეიროდერმატიტების დროს. ბოლო პერიოდში ასთეატოზს უკვე განიხილავენ როგორც თანდაყოლილ დაავადებას. ეს არს კანის მშრალი სებოირეის უკიდურესად გამოატული სახესხვაობა.

სებოსტაზის ანუ ასთეატოზის პროფილაქტიკა

აღნიშნული საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც სებორეის შემთხვევაში დაავადების განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა თავის არიდება შესაძლებელია. დაავადების ეფექტური და ადექვატური პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩასატარებლად აუცილებელია დაავადების განვითარებისა და პათოლოგიური ცვლილებების მექანიზმის ზუსტი ცოდნა.

სებორეის ცხიმოვანი ფორმის დროს ადგილი აქვს კანის ცხიმოვანი ჯირკვლების გასავლების დაცობას, ხდება მათი დაბინძურება მტვრის ნაწილაკებით, კანის მკვდარი, ჩამოფრცქვნილი გარქოვანებული ეპითელიუმით, მიკროორგანიზმებით, კანის პიგმენტ მელანინითა და თმის მოცილებული ბოლქვებით. ეს ყოველივე ხდება კანზე შავი წერტილების ანუ კომედონების გაჩენის მიზეზი, რომელიც თავის მხრივ ფერისმჭამელების სახესხვაობას წარმოადგენენ. ასეთ პაციენტებს ურჩევენ რეგულარულად მიმართონ კოსმეტოლოგიური კაბინეტს სახის კანის გაწმენდის მიზნით. ისინი საჭიროებენ კანის დაბანას მხოლოდ თბილი წყლითა და საპნით. ზოგჯერ ეფექტურია კანის გასაწმენდი ზოგიერთი ლოსიონის გამოყენება.

ასევე რეკომენდებულია სხვადასხვა სახის მაზები კანის გაუცხიმოების, გამწმენდი და გამათეთრებელი ეფექტით, ასევე ფორების შემავიწროვებელი უნარით. აუცილებელია კვების რაციონიდან სანელებლებიანი პროდუქტების ამოღება, სითხის, მარილების და ცხიმების მიღების შეზღუდვა. ყურადღება უნდა მიექცეს სწორი კვების რეჟიმს, რათა არ მოხდეს კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ გაღიზიანება. პაციენტს ურჩევენ დაკავდეს სპორტით, რეგულარულად ისეირნოს ბუნებაში. ეფექტურ გამაჯანსაღებელ ღონისძიებად მიიჩნევენ სხვადასხვა სახის ტურისტულ ლაშქრობებში.

სებორეის მშრალი ფორმის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სახის დაბანა ცივი წყლით. თუ პაციენტი ცხოვრობს ისეთ რაიონში, სადაც წყალს აქვს მომატებული სიხისტე, მაშინ მას სახის დაბანის წინ ურჩევენ გადაადუღონ წყალი ან წყალს დაუმატონ მცირე რაოდენობით ბორი ან სოდა. უმჯობესია გამოიყენოთ საბავშვო საპონი, რომელსაც აქვს კანის ზედაპირის დამატენიანებელი ეფექტი. კანის ძალზედ მომატებული სიმშრალისას საპნით სარგებლობა საერთოდ არაა რეკომენდებული. მშრალ კანზე ადრეული ეტაპიდანვე ჩნდება ნაოჭები, სწრაფად ჭკნება. მშრალი ფორმის დროს შესაძლებელია კანში კვერცხის გულის შეზელვა, რომელსაც ურევენ ერთი სუფრის კოვზ გლიცერინს ან თაფლს და იტოვებენ სახეზე რამოდენიმე ხნით, როგორც კოსმეტიკურ ნიღაბს. ასევე შესაძლებელია ვიტამინების შემცველი ნიღბების გამოყენება, რომელიც თანამედროვე კოსმეტოლოგიაში მრავლადაა. ასეთ პაციენტებს კატეგორიულად ეკრძალებათ ყველანაირი სპირტიანი სასმელის მიღება, ალკოჰოლის შემცველი ხსნარებით სახის გაწმენდა. ასეთი ავადმყოფები პერიოდულად საჭიროებენ ვიტამონოთერაპიის კურსის ჩატარებას.

ასთეატოზის დროს ინტენსიურად ტარდება ვიტამინოთერაპია. დაზიანებული კანის მიდამოში დაიტანება სხვადასხვა დამარბილებელი კრემები, რომელიც დღესდღეობით მრავლადაა ბაზარზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988