ასთენო-იპოქონდრიული სინდრომი

ასთენო – იპოქონდრიული სინდრომი

 ადამიანის ფსიქიკის ისეთი მდგომარეობის ნიშნები, როგორც იპოქონდრია  აღწერილ იქნა ჯერ კიდევ II საუკუნეში ჩვენ წელთ აღრიცხვამდე. ვარაუდობდნენ, რომ ამ დაავადების წარმოქნმის მიზეზს წარმოადგენს დაზიანება ნეკნქვეშა მიდამოში, რომელიც ცნობილია ჰიპოქონდრიონის სახელწოდებით.  ეს მიდამო წარმოადგენს სხეულის იმ ნაწილს, რომელიც მდებარეობს ნეკნების ხრტილოვანი ნაწილის ქვეშ. სინამდვილეში ასთენო-იპოქონდრიული სინდრომი წარმოადგენს არა დამოუკიდებელ დაავადებას არამედ სინდრომს, რომელიც მიმდინარეობს სხვა დაავადებების  ფონზე.  ასთენო-იპოქონდიული სინდრომი ხასიათდება ადამიანის ავადმყოფურად გაზვიადებული შეშფოთებით  საკუთარი თავის ჯანმრთელობაზე  და სისოცხლეზე, იმაში დარწმუნებით, რომ ის დაავადებულია რაიმე ქრონიკული ან სასიკვდილო დაავადებით, ასევე ასთენიის ავადმყოფური მდგომარეობით.

     ამ აშლილობის მიმდინარეობის თავისებურება  განისაზღვრება პირველადი დაავადებით,  ზუსტად რომელმაც  გამოიწვია ასთენო-იპოქონდრიული სინდრომი. არსებობს მდგომარეობათა მთელი ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია ერთი დასახელების ქვეშ. მასში შედიან: ფობიური, ბოდვითი, დეპრესიული, სინესტოპათიურ-იპოქონდრიული სინდრომი.  ნევროპათიული ( ან ფობიური) იპოქონდრიული სინდრომი როგორც წესი წარმოადგენს ნევროზების თანხლებს.  ნევროზები  წარმოადგენენ  ნერვული სისტემის მოქმედების ფუნქციურ (აღდგენადი) დარღვევებს, რომელიც წარმოიქმნება მძლავრი ფსიქიური დატვირთვების და სტესის დროს. როგორც წესი, აკვიატებული აზრები საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ  არის შემდეგი ტიპის: ძლიერ გულის უკმარისობაზე, ავთვისებიან სიმსივნეზე, ვენერიულ დაავადებებზე.  ეს აზრები  მუდვივად აწუხებს ადამიანს, მაგრამ ადვილად ექვემდებარება აზრის შეცვლევინებას. საკუთარ დაავადებაში დარწმუნება შესაძლებელია გამოწვეული იყოს პასუხით  „დაავადებული“ ორგანოების მხრივ.  მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ვეგეტატიური ნერვული სისტემა აინერვირებს სისხლძარღვებს და ორგანოებს, და ამით პასუხობს  ავადმყოფის გუნებაგანწყობაზე.  ამის გამო შეიძლება წარმოიქმნას ისეთი მოვლენები, როგორც შესაბამისი ორგანოების სპაზმი, ჩხვლეტები, ტკივილები.  ცალკეულ შემთხვევებში ვეგეტატიური დარღვევები შესაძლებელია გამოწვეული იყოს შინაგანი ორგანოების უმნიშვნელო დაავადებებით.

დეპრესიული  ასთენო-ვეგეტატიური  სინდრომი შესაძლებელია გამოწვეული იყოს ადამიანის დეპრესიული მდგომარეობით.  დაწეული გუნებაგანწყობის დროს შესაძლებელია წარმოიქმნას აზრები განუკურნებელი დაავადების შესახებ. ეს აზრები არ ექვემდებარება შეცვლევინებას. ავადმყოფები განიცდიან ძლიერი ტკივილებს „დაავადებული“ ორგანოების ლოკალიზაციის ადგილას. იპოქონდიული დარღვევების აღნიშნული სახე არ ექვემდებარება აზრის შეცვლევინებას, სანამ არ მოიხსნება დეპრესიის სიმპტომები. დეპრესიულ-იპოქონდრიული სინდრომი აღინიშნება  მანიაკალურ-დეპრესიული სინდრომის დროს.

 სენესტოპათიურ-იპოქონდრიული სინდრომი წარმოადგენს შიზოფრენიის დუნედ მიმდინარე სიმპტომს. პაციენტს ამ პერიოდში ჯერ არ აქვს განვითარებული  ბოდვები.  სენესტოპათიებს ეწოდება მძიმე, უჩვეულო მოვლენები სხეულის ზედაპირზე, კანზე, სხეულში, კიდურებზე. ჭარბი  სენესტოპათიური სიმპტომები ვლინდება უკვე ჩამოყალიბებული შიზოფრენიის დროს.

   ავადმყოფები აღწერენ თავის გრძნობებს როგორც ზეწოლას, ღუტუნს, კანის ქვეშ ცოცვას, თავის ტვინში სისხლძარღვების გასკდომას, სიცივეს თავში, და პირიქით სიცხეს, შიგნეუულობის გადაბრუნებას. ერთეული  ხასიათის სინესტოპათიები  შესაძლებელია შეგვხდეს ნევროზების, ცნს-ის ორგანული დაზიანებების, ტრავმების და ინსულტების დროს.

      ბოდვითი იპოქონდრიული სინდრომი წარმოიქმნება როგორც შიზოფრენიის სიმპტომი, შესაძლებელია მიმდინარეობდეს რამოდენიმე ვარიაციით: პარანოიდით, პარანოიდალურით, პარაფრენიით. პარანოიდალური იპოქონდრიალური სინდრომის დროს ბოდვა ხასიათდება მძიმე დაავადების ქონის დარწმუნებით, რის არსებობის  მტკიცებულებას წარმოადგენს შეგრძნებები წარსულიდან.  ადადმყოფები იმდენად დარწმუნებულნი არიან  ავადმყოფობის არსებობაში, რომ მიმართავენ ერთ კლინიკას მეორეზე. დაავადების პროგრესირებასთან ერთად  ავადმყოფში ჩნდება იდეა თითქოსდა  მათ დასდევენ ექიმები. პარანოიდალური იპოქონდრიული სინდრომი ხასიათდება ბოდვის და ფსიქიური ავტომატიზმის ფენომენის შეხამებით.  ასეთ მოვლენებს მიეკუთვნება თავში ჟღერადი აზრები და ხმები, სენესტოპათიური მოვლენები იცვლება ჰალუცინატორულით.  ბოდვას თან შეიძლება სდევდეს დევნის, დასხივების და შინაგანი ორგანოების დაშლის დარწმუნება. ასეთი მდგომარეობების შემდგომ  ვლინდება  პარაფრენიული იპოქონდრიული სინდრომი.  ასთენო -იპოქონდრიული სინდრომი ინკურნება ფსიქოთერაპიის და მედიკამენტების მეშვეობით.  მკურნალობის მიმართულება – იმ  ძირითადი დაავადების განკურნებაა, რომელმაც გამოიწვია სინდრომის განვითარება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988