კვება ბუასილის დროს

კვება ბუასილის დროს

კვება ბუასილის დროსნორმალური კვება ბუასილის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუასილის (ჰემოროის) როგორც პროფილაქტიკისათვის, ასევე მკურნალობისათვის.
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიმდინარე პროცესებს, როგორიცაა ყაბზობა და დიარეა, შეუძლია დიდი  ზიანის მოტანა თქვენი ორგანიზმისათვის და დაავადების გამწვავება. მხოლოდ სწორი კვებითაა შესაძლებელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირების მიღწევა.

სწორი რაციონის შერჩევა

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორი რაციონის შერჩევისათვის აუცილებელია ვიცოდეთ ბუასილის  გამომწვევი მიზეზი და თქვენი ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებანი.
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ  სამკურნალო კვების თაობაზე რჩევები მკაცრად ინდივიდუალურია და საჭიროებს აუცილებლად ექიმთან ან დიეტოლოგთან კონსულტაციას, რათა მოხდეს თქვენთვის  ოპტიმალური დიეტის შერჩევა.

პროდუქტები, რომლებიც არ უნდა მიიღოთ

ახლა კი უშუალოდ იმ პროდუქტების შესახებ, რომლებიც უნდა შეზღუდოთ ან პირიქით მიიღოთ ბუასილით (ჰემოროით) დაავადების შემთხვევაში.
ბუასილის (ჰემოროის) დროს თავი უნდა აარიდოთ ისეთი პროდუქტების მიღებას, რომელიც შეიცავს ცხოველურ ცილებს, მაგ. ხორცი, თევზი ან კვერცხი. მოცემული საკვები იწვევს ყაბზობის პროვოცირებას. 
ასევე უნდა ეცადოთ, რომ დამზოგველი დიეტები არ გამოიყენოთ, რადგან  სწორედ ასეთი რაციონი განაპირობებს ნაწლავთა ევაკუატორული ფუნქციის დარღვევას.
კატეგორიულად არის აკრძალული ცხარე, მარილიანი და ცხიმიანი პროდუქტის მიღება. სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს დაავადების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზს.
არ შეიძლება დიდი რაოდენობით სპირტიანი სასმელების გამოყენება, უმჯობესი იქნება, თუ მათზე საერთოდ ვიტყვით უარს, როგორც ბუასილის გამწვავების ასევე გამოჯანმრთელების პერიოდში.

პროდუქტები, რომლებიც უნდა მიიღოთ

რაც შეეხება პროდუქტებს, რომლებიც ჩვეულებრივ ჩართულია სამკურნალო დიეტებში ექიმებისა და დიეტოლოგების მიერ, მათი მიღება უნდა მოხდეს რეგულარულად როგორც დაავადების განვითარების დროს, ასევე პროფილაქტიკის მიზნით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკვები მივიღოთ ერთსა და იმავე დროს და ამასთან ზომიერი ულუფა, არც მეტი არც ნაკლები. ამის განსაზღვრა და მენიუს დანიშვნა  ხდება მკურნალი ექიმის მიერ კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ.
ჩვენ შეგვიძლია მოგცეთ მხოლოდ ზოგადი რჩევები. თუ თქვენ მიდრეკილი ხართ ყაბზობისაკენ, უნდა მიირთვათ რაც შეიძლება უჯრედისით მდიდარი საკვები დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად, დღე-ღამეში სითხის რაოდენობა უნდა შეადგენდეს 0.5-2 ლიტრს.
თუ მიდრეკილი ხართ დიარეისადმი, აქ დაგეხმარებათ მხოლოდ ექიმის კონსულტაცია, რადგანაც მოცემული მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების  სერიოზულ გართულებას.

მცენარეული უჯრედისი

ახლა კი მოგახსენებთ მცენარეული უჯრედისის შესახებ – სასარგებლო პროდუქტია მათთვის, ვინც იტანჯება შეკრულობით ან ბუასილით (ჰემოროი). ხშირ შემთხვევაში სწორედ ყაბზობა განაპირობებს ანალური მიდამოს ანთებით პროცესს.
საკვები უჯრედისი წარმოადგენს მარცვლოვანი ან სხვა მცენარეული პროდუქტის ნაწილს, რომლებიც შეადგენს ადამიანის ნორმალურ რაციონს ცხიმებთან, ცილებთან, ნახშირწყლებთან და სხვადასხვა ვიტამინებთან ერთად.
უჯრედისის ძირითადი ფუნქცია ორგანიზმში წყლის ადსორბციაა. ამასთან უჯრედისი ასრულებს სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებსაც, მაგალითად ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.
წყლის ადსორბცია განაპირობებს განავლოვანი მასების მოცულობაში ზრდასა და აქედან გამომდინარე ამცირებს ყაბზობისა და მასთან ერთად ბუასილის  განვითარების რისკს. ეს მნიშვნელოვანი პროდუქტი დიდი რაოდეობითაა საკვებ ქატოში, ახალ ბოსტნეულსა და ჭვავის პურში.
და არ დაგავიწყდეთ დიდი რაოდენობით წყლის მიღება, რათა მიაღწიოთ საუკეთესო ეფექტს!


კვება ბუასილის დროსარჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🍽 ნორმალური კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუასილის (ჰემოროის) როგორც პროფილაქტიკისათვის, ასევე მკურნალობისათვის
📌 პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორი რაციონის შერჩევისათვის აუცილებელია ვიცოდეთ ბუასილის გამომწვევი მიზეზი და თქვენი ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებანი:

📎 თუ თქვენ მიდრეკილი ხართ
ყაბზობისაკენ, უნდა მიირთვათ რაც შეიძლება უჯრედისით მდიდარი საკვები დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად
🫗 დღე-ღამეში სითხის რაოდენობა უნდა შეადგენდეს 0.5-2 ლიტრს
📎 თუ მიდრეკილი ხართ დიარეისადმი, აქ დაგეხმარებათ მხოლოდ ექიმის კონსულტაცია, რადგანაც მოცემული მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების სერიოზულ გართულებას
❗️ ბუასილის დროს თავი უნდა აარიდოთ ისეთი პროდუქტების მიღებას, რომელიც შეიცავს ცხოველურ ცილებს, მაგ. ხორცი, თევზი ან კვერცხი
🚫 კატეგორიულად არის აკრძალული ცხარე, მარილიანი და ცხიმიანი პროდუქტის მიღება
👉 გაიგეთ მეტი არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3Qb2gSQ
👉 იხილეთ აგრეთვე ბუასილის სამკურნალო მცენარეული ნაკრების სია – https://bit.ly/3SzpqnO
#ბუასილი #ბუასილისპროფილაქტიკა #ბუასილისმკურნალობა #ჰემოროი #ბუასილიდაკვება #კვებაბუასილისდროს #დიეტაბუასილისდროს #სამკურნალომცენარეულინაკრები #მცენარეულიუჯრედისი #დიარეა #ყაბზობა #ბოჭკოვანითმდიდარიდიეტა #ჰემოროისმკურნალობა #ბუასილისდიეტა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

არჩილ შენგელია. საავტორო უფლებები დაცულია

ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი,ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი