გუნდაური

გუნდაურის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ შესაბამისი  გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში ან ფეის-ჯგუფში “საქართველოს კურორტები” ( აუცილებელია გაწევრიანდეთ მითითებულ ჯგუფში) >>> 

გუნდაური – ადმინისტრაციული მდებარეობა – ქედის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – მდ. მერისის (აჭარის წყლის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირი, შავშეთის ქედის ჩრდილოეთი კალთის ძირი. ქედიდან 11 კმ-ის მანძილზე. სიმაღლე ზღვის დონიდან – 560 მ. რელიეფი – მთაგორიანი. კლიმატი – დაბალი მთის სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო. ზამთარი ზომიერად რბილი, უხვთოვლიანი, დეკემბრის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე არამდგრადი თოვლის საფარით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3,10C. ზაფხული თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 21,50C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1500-1600 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 77%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1800 საათი
გუნდაური – ფლორა – ფართოფოთლოვანი (წაბლი, წიფელი) ტყეები და ხეხილის ბაღები
გუნდაური – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტი მინერალიზაციის სულფატურ-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,0-1,5 გ/დმ3
მკურნალობის სახეობები გუნდაურში: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია ….. >> საქართველოს კურორტები

.
.