ვანი

ვანის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ შესაბამისი  გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში ან ფეის-ჯგუფში “საქართველოს კურორტები” ( აუცილებელია გაწევრიანდეთ მითითებულ ჯგუფში) >>> 

ვანი – ადმინისტრაციული მდებარეობა – შუახევის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – მესხეთის ქედის განშტოების ნაცარა-ტინტეს სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთა, მდ. ბარათაულის წყლის (მდ. ჭვანისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობა, 95 შუახევიდან 24 კმ-ის მანძილზე. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1440 მ. რელიეფი – მთაგორიანი
ვანი –  – კლიმატი – საშუალო მთის (ქვედა სარტყელი), ზომიერად ნოტიო. ზამთარი ზომიერად ცივი, უხვთოვლიანი, დეკემბრის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე მდგრადი თოვლის საფარით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 1,30C. ზაფხული გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 19,90C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1350 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 76%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1900 საათი
ვანი – ფლორა – ფართოფოთლოვანი (წაბლი, წიფელი) ტყეები
ვანი – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და მინერალური წყალი «ბაბანური», რომელიც წარმოადგენს კარბონატულ – ჰიდროკარბონატულ, ნატრიუმიან, ტუტე (pH-9,66) წყალს, საერთო მინერალიზაციით 0,3-0,4 გ/დმ3
მკურნალობის სახეობები ვანში: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.  ….. >> საქართველოს კურორტები