ახალშობილთა ტრემორი

ახალშობილთა ტრემორი

ახალშობილთა ტრემორი წარმოაგდენს კუნთების კრუნჩხვით მოძრაობებს, რომელიც ვლინდება დაბადებისთანავე.
როგორც წესი აღინიშნება  ზემო და ქვემო კიდურებისა და ნიკაპის კანკალი, თუმცა არ ითვლება პათოლოგიად. თუ შეიმჩნევა თავის კრუნჩხვითი მოძ­რა­­ობებიც, ეს მიუთითებს ნევროლოგიური ხასიათის სერიოზულ პრობლემაზე.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ახალშობილთა ტრემორის მიზეზი თავის ტვინში სხეულის მოძრაობაზე პასუხისმგებელი ცენტრების მოუმწიფებლობაა. გარდა ამისა გავლენას ახდენს ასევე ახალშობილის სისხლში ნორადრენალინის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რაც ახალშობილის ემოციების მაუწყებელია და თავის მხრივ მიუთითებს თირკმელზედა ჯირკვალის მოუმზადებლობაზე.
მედიცინაში გამოყოფენ ახალშობილის საშვილოსნოსგარეთა განვითარების კრიტიკულ პერიოდებს, კერძოდ კი ეს ეხება მის ნერვული სისტემას, როდესაც აღინიშნება ნერვების მომატებული მგრძნობელობა, შესაბამისად მცირე გადახრაც კი შეიძლება სერიოზული დარღვევების მიზეზი გახდეს.
კრიტიკულ პერიოდებს მიეკუთვნება ახალშობილის საშვილოსნოსგარეთა განვითარების პირველი და მესამე, მეცხრე და მეთორმეტე თვეები. სწორედ ამ პერიოდებში აუცილებელია ყურადღებით მოვეკიდოთ ბავშვის მდგომარეობას და მცირე პრობლემის შემჩნევის შემთხვევაშიც კი მივმართოთ ნევროლოგს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

თუ ახალშობილის ტრემორი დროთა განმავლობაში არ გადის,  უფრო მეტიც უნდა ითქვას, რომ შეიძლება აღინიშნოს მოგვიანებითაც, ეჭვი უნდა მივიტანოთ ბავშვის ნერვული სისტემის დაზიანებაზე, რაც შეიძლება მომხდარიყო როგორც ორსულობის, ისე მშობიარობის პერიოდში. ნერვული სისტემის დაზიანების მიზეზები მრავალია – დედის უმცირესი მღელვარებაც კი გავლენას ახდენს განვითარების პროცესში მყოფ  ნაყოფზე.
ეს განპირობებულია იმით, რომ დედის ემოციური დატვირთვისას ხდება სისხლში ნორადრენალინის გამოტყორცნა, სწორედ ნორადრენალინი გვევლინება ახალშობილთა ტრემორის მაპროვოცირებელ ფაქტორად. ორსულობის ან  მშობიარობის პერიოდში ჟანგბადის უკმარისობა ასევე შეიძლება გახდეს ტერმორის განვითარების მიზეზი.
ჟანგბადის დეფიციტს  იწვევს ნაყოფი გარსების მთლიანობის დარღვევა სისხლდენის, ორსულობის შეწყვეტის საშიშროებისა და ნაყოფის ინფიცირების დროს.
მშობიარობის პერიოდში შესაძლოა გავნითარდეს ჭინთვების სისუსტე, დაჩქარებული მშობიარობისას ჭიპლარის გადახლართვა, ნაყოფის გარსების განშრევება.

ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს ბავშვის თავის ტვინისადმი ჟანგბადის მიწოდების დარღვევას, ჟანგბადოვან შიმშილს, რაც ვლინდება სწორედ ახალშობილთა ტრემორის სახით.
ნაადრევად დაბადებული ბავშვებში უფრო ხშირად აღინიშნება კიდურებისა და ნიკაპის ტრემორი, რადგანაც ნერვული სისტემა მზად არაა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.

მკურნალობა

ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ახალშობილთა ტრემორის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ითვლება პათოლოგიად, მშობლებს მაინც მართებთ ყურადღების მიქცევა, რათა არ გაიპაროს რაიმე გადახრა ნორმიდან. თანამედროვე სწორი მიდგომის წყალობით მცირე ასაკის ბავშვის ნერვული სისტემის ნორმალიზება და გამაგრება მარტივადაა შესაძლებელი.
ბავშვთა ნევროლოგის რეგულარულ მიმართვასთან და მისი რეკომენდაციების დაცვასთან ერთად აუცილებელია მომადუნებელი საბავშვო მასაჟების, სამკურნალო ვარჯიშების ჩატარება, რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს კვალიფიციური სპეციალისტის მიერ.
ამასთან ახალშობილთატრემორისაგან გასანთავისუფლებლად რეკომენდებულია ცურვა, სიმშვიდე და ოჯახში კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა. გადასვლა  ბავშვი 


ახალშობილთა ტრემორილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ახალშობილთა ტრემორი წარმოაგდენს კუნთების კრუნჩხვით მოძრაობებს, რომელიც ვლინდება დაბადებისთანავე
📎 როგორც წესი აღინიშნება ზემო და ქვემო კიდურებისა და ნიკაპის კანკალი, თუმცა არ ითვლება პათოლოგიად
🧠 ახალშობილთა ტრემორის მიზეზი თავის ტვინში სხეულის მოძრაობაზე პასუხისმგებელი ცენტრების მოუმწიფებლობაა
⭕️ გარდა ამისა გავლენას ახდენს ასევე ახალშობილის სისხლში ნორადრენალინის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რაც ახალშობილის ემოციების მაუწყებელია და თავის მხრივ მიუთითებს თირკმელზედა ჯირკვალის მოუმზადებლობაზე
🆘 თუ ახალშობილის ტრემორი დროთა განმავლობაში არ გადის, ეჭვი უნდა მივიტანოთ ბავშვის ნერვული სისტემის დაზიანებაზე, რაც შეიძლება მომხდარიყო როგორც ორსულობის, ისე მშობიარობის პერიოდში
📌 ნერვული სისტემის დაზიანების მიზეზები მრავალია – დედის უმცირესი მღელვარებაც კი გავლენას ახდენს განვითარების პროცესში მყოფ ნაყოფზე
👉 გაიგეთ მეტი ახალშობილთა ტრემორის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3BmCNBE
#ტრემორი #კანკალი #ახალშობილთატრემორი #ახალშობილთატრემორისმიზეზები #ტრემორიახალშობილებში #ტრემორიჩვილებში #ნერვულისისტემისდარღვევა #კრუნჩხვებიბავშვებში #ნიკაპისკანკალი #კიდურებისკანკალი #ნორადრენალინი #ნერვულისისტემისდაზიანება #ახალშობილთატრემორისმკურნალობა #ახალშობილთაგანვითარება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.